საზოგადოება შმოლბერტო მავანი „იბერიაში“ დებატების მსვლელობისას 3 ლიტრიანი „ბანკით“ შეიჭრა (ვიდეო) 2017, 31 დეკემბერი, 10:08
კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა ტელეკომპანია “იბერია”-ს ეთერში. წუხელ გადაცემა “პრიორიტეტი”-ს პირდაპირ ეთერში, ინტერნეტ ტელევიზია “POSTV”-ს იუმორისტული რუბრიკის წამყვანი ლევან კვარაცხელია, იგივე „შმოლბერტო სხვავანი“ მივიდა, რომელმაც საკუთარი გადაცემისთვის სიუჟეტი მოამზადა. ჩანაწერს მაყურებელი სულ მალე იხილავს, თუმცა მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი ტელეკომპანიის ეთერში უკვე მოხვდა. მან 3 ლიტრიანი წყლით სავსე ქილა მიიტანა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის ჩაფხუტი დაიხურა. როგორც მან აღნიშნა, ამ არხის სხვადასხვა გადაცემებში ერთმანეთს ჭიქებს ხშირად ესვრიან და წყალს ასხამენ, ამიტომ, ამჯერად ის მომზადებული მივიდა. 433 2-ს მოსწონს
|