x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ლიანა ისაკაძემ მეუღლის საფლავზე „ავე მარია“ შეასრულა (ვიდეო)
image

სოციალურ ქსელში ვრცელდება ამაღელვებელი ვიდეო, რომელიც გიორგი ისაკაძემ გაავრცელა. ის გადაღებულია ცნობილი მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის მეუღლის საფლავზე.


27 დეკემბერს ქალბატონმა ლიანამ, რომელმაც მეუღლის საფლავი მოინახულა, ფრანც შუბერტის "ავე მარია" შეასრულა. სოციალურ ქსელში ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


შეგახსენებთ, რომ ლიანა ისაკაძის მეუღლე, თამაზ ჩაჩავა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, მუსიკოსის კონცერტზე დასწრების დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა, რის გამოც საღამო აღარ გაგრძელებულა. ლიანა ისაკაძემ მისი გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა.




0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0