x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„გამოჩნდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება მამაჩემია“ - თამუნა მუსერიძე

image

ტელე-რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში საინტერესო სიახლეა. თამუნა ამბობს, რომ დიდი ხნის ძებნის შემდეგ სავარაუდო მამის კვალს მიაგნო. მას ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე გაიგო, რომ აყვანილი შვილია და ამან სულიერი სიმშვიდე დაურღვია. თამუნა დღემდე ეძებს ბიოლოგიურ დედას.
„გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც 1984 წელს ბავშვები ჰყავთ გაშვილებული. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელთა მეგობრებსაც ჰყავთ გაშვილებული ან ასეთი ინფორმაციისთვის მოუკრავთ ყური, თუმცა არც ერთი აღმოჩნდა დედაჩემი. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რომ გამოვედი და მოვყევი, გამაშვილა-მეთქი. მე რა ინფორმაციაც მქონდა, ის გავაჟღერე, მაგრამ რეალურად შეიძლება ასე არც იყოს. შეიძლება თავისი ნებით არც გავუშვილებივარ და საერთოდაც ჰგონია, რომ მისი შვილი მკვდარია. თბილისის მეორე სამშობიაროში იმ დროს, სექტემბერ-ოქტომბერში, ათობით ბავშვია გარდაცვლილი.
მამებიც ჩანან. ერთი-ორი თვის წინ კაცი დამიკავშირდა. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ერთი ქალის შესახებ მიყვებოდა, რომელსაც ბავშვი ჰყავს გაშვილებული. ეს ქალი ვნახე, მაგრამ შორიდან და მინდა, რომ მოვინახულო. ზუსტად ვიცი, ბავშვი გაშვილებული ჰყავს, მაგრამ არ ვიცი თვე და არც ის ვიცი, მე ვარ თუ არა.
გარეგნულად ვერც იმ კაცს ვამსგავსებ ჩემს თავს და ვერც იმ ქალს, მაგრამ მაინც მომიწევს ნახვა. 80 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი დედაჩემი არ არის“.
0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0