საზოგადოება დავით ოქიტაშვილს და ხათუნა ხოფერიას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ 2017, 23 დეკემბერი, 21:08 ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ეკა წამალაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა, თუმცა შესაძლოა, მათ სასამართლომ ფულადი ჯარიმაც დააკისროს. სამართალდამცველებმა ძალადობის მუხლით გამოძიება ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ჯერ სიტყვიერი, მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით ოქიტაშვილმა ეკა წამალაშვილის ჯერ კამერების წინ წყალი შეასხა, მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ კი, წამალაშვილის მტკიცებით, მასზე ხათუნა ხოფერიამ იძალადა.
ეკა წამალაშვილი ხათუნა ხოფერიას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე კი მუქარაში.
ამავე თემაზე: მორიგი ჩხუბი და წყლის შესხმა პირდაპირ ეთერში (ვიდეო)
94 1-ს მოსწონს
|