x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
გაეროს ცნობით, საქართველოში 78 000 უცხოელი მიგრანტი ცხოვრობს
image

საქართველოში, გაეროს მონაცემებით, 2000 წელს 76, 000 მიგრანტი იმყოფებოდა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა სულ 2000-ით გაიზარდა (კვლევა მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსაც). მათი პროცენტული რაოდენობა, მოსახლეობის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით, 2%-ს შეადგენს.


2000 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია საქართველოში მყოფი მიგრანტების საშუალო ასაკი: საუკუნის დასაწყისში აღნიშნული მაჩვენებელი 51.6-ს, ხოლო 2017 წელს კი 40.6-ს შეადგენდა.


2017 წელს მიგრანტების რაოდენობამ მსოფლიოში 258 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც მიმდინარე წელს 49%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიშს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტი აქვეყნებს.



გაეროს მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3.4% მიგრანტია - ანუ ადამიანები, რომლებიც სამშობლოში არ ცხოვრობენ. შედარებისთვის, 2000 წელს მათი პროცენტული მაჩვენებელი 2.8%-ს შეადგენდა.


მსოფლიოში ყველაზე მეტი მიგრანტი (49, 777 მლნ.) აშშ-ში ცხოვრობს. მომდევნო პოციზიებს საუდის არაბეთი (12, 185 მლნ.), გერმანია (12, 165 მლნ.) და რუსეთი (11, 652 მლნ.) იკავებენ. ინდოეთი კი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტმა, 17-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა.


კვლევაში მოცემულ საერთაშორისო მიგრანტებს შორის შედის 26 მილიონი დევნილიც. მათმა უმრავლესობამ (80%) ცხოვრება დაბალ, ან საშუალო განვითარების ქვეყანაში გააგრძელა.


იხილეთ კვლევაwww.un.org

1
154
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
154
  
2017, 19 დეკემბერი, 15:55
სოც დაუცველ ქვეყანაში + 78 000 უცხოელი სოც დაუცველი = არასწორ პოლიტიკას? მთავრობა ვალდებულია საზოგადოებას განუმარტოს ამ პოლიტიკის შესახებ? რამდენი შედის საქართველოს ბიუჯეტში ევროკავშირიდან და სხვა უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დევნილების მიღებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები? სად და რაში და როგორ იხარჯება ეს სპეც თანხები? ვინ და რომელი სახელმწიფო სისტემა აკონტროლებს ამ თანხებს? ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას განუმართოს თუ რა სარგებლობა მოაქვს სოც დაუცველი და დემოგრაფიული კატასტროფის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის ამგვარი სახის პოლიტიკას? ვინ ხელმძღვანელობს ამჟამად, ვინ ხელმძღვანელობდა ადრე და კურირებს ამგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?
0 1 1