საზოგადოება კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი და სამი გარდაცვლილი (ვიდეო) 2017, 19 დეკემბერი, 11:49 ![]() ცეცხლს დაკვამლიანება მოჰყვა და საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ადგიზლე ამ დრომდე მოუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. რუსთავში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა. უწყებაში თქვეს, რომ მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. “საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, ” – ნათქვამია განცხადებაში. ვიდეოს ქვემო ქართლის ტელევიზია ავრცელებს 103 1-ს მოსწონს
|