საზოგადოება იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდი რეაბილიტაციის გამო გადაიკეტა 2017, 17 დეკემბერი, 20:59 იუსტიციის სახლთან მდებარე ახლადაგებული საფეხმავლო ხიდი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტა. „16 დეკემბერს, 00:00 სთ-დან - 17 დეკემბრის 23:00 საათამდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. თბილისის მერია ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის. 37 შეფასება არ არის
|