ქალი და მამაკაცი ერეკლე II-ის შვილიშვილისა და მუსულმანი პოეტის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბავი - უცნობი ისტორია... 2017, 18 დეკემბერი, 10:21 საქართველოს ისტორიაში ბევრი ამაღელვებელი სასიყვარულო ამბავია, რომელთა შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. მათ შორის არის მეფე ერეკლეს შვილიშვილის, ანასტასია ციციშვილის ტრაგიკული სიყვარული... ანასტასია ერეკლე მეორის ქალიშვილის, მარიამ ბატონიშვილისა და თბილისის მოურავის, დავით ციციშვილის ასული იყო. იგი ზაზა ანდრონიკოვზე ყოფილა დანიშნული, თუმცა ეს ნიშნობა მხოლოდ გარიგების შედეგი იყო და ახალგაზრდებს ერთმანეთის მიმართ გრძნობა არ ჰქონიათ. თუმცა ამ ურთიერთობას ბედნიერი დასასრული არ ეწერა - ზაზა ანდრონიკაშვილი ქორწილამდე მდინარეში ბანაობისას დაიხრჩო. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას საქმრო არ უყვარდა, მისი სიკვდილი მაინც ძალიან განიცადა და საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. იმ დროს საქართველოში ძალიან პოპულარული იყო აშუღური პოეზია. აშუღი იყო საზანდარ-მოშაირე, სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აშუღური პოეზია უმეტესწილად სამიჯნურო ხასიათის იყო და ავტორი თავადმე ასრულებდა სიმღერას რომელიმე სიმებიანი საკრავის თანხლებით. აშუღებს ხშირად იწვევდნენ ქართველი დიდგვაროვნების სახლებში ქეიფებისა და ლხინის დროს სტუმრების გასამხიარულებლად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აშუღი, ალავერდა საზანდარი მოუყვანეს ანასტასიას გასამხიარულებლად. ალავერდა იმდროინდელ თბილისში სახელგანთქმული აშუღი და ქალაქის არისტოკრატული ოჯახების ხშირი სტუმარი იყო. მის შესახებ გრიგოლ ორბელიანიც წერდა თავის ერთ-ერთ ლექსში: „სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით, თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით. ალავერდა დასვით თასით ნაქებით, ხოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ“. თუმცა ალავერდა ანასტასიას ახლობლებმა მხოლოდ პოეტური ნიჭის გამო არ შეარჩიეს - მას ადამიანებთან ურთიერთობისა და თანადგომის განსაკუთრებბული უნარი ჰქონდა, რაც იმ დროს დეპრესიაში მყოფ ქალიშვილს ასე სჭირდებოდა. ახალგაზრდა პოეტმა მართლა მოახერხა დამწუხრებული ანასტასიას დამშვიდება და ტკივილიც დაავიწყა... თუმცა უფრო დიდი ტკივილი წინ ელოდათ... ანასტასიას და ახალგაზრდა ალავერდას ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ორივემ კარგად იცოდა, რომ მათ ერთად ყოფნას არავინ მხარს არ დაუჭერდა, ამიტომ ახალგაზრდა კაცმა სატრფო მოიტაცა და თავის სახლში წაიყვანა, თბილისის აბანოებთან. ამ ამბავმა არა მხოლოდ ანასტასიას ახლობლები, არამედ მთელი საქართველოს დიდგვაროვნები, მათ შორის კათალიკოს-პატრიარქიც აღაშფოთა და ქალიშვლი სახლში დააბრუნეს. "ის (ალავერდა) მაშინ შევიდა გოგილოს აბანოსთან გამოქვაბულში. მთელი ქალაქი მოდიოდა მისი აზანის (ლოცვა) საყურებლად" - ვკითხულობთ მედეა მაღალაშვილის წიგნში, „XIX საუკუნის პორტრეტები“. მოგვიანებით ანასტასია გენერალ ივანე ორბელიანის მეუღლე გახდა და ექვსი შვილი შეეძინა: სალომე, ელისაბედი, ელენე, დავითი, ლუარსაბი და სამარაგდონი. აქედან პირველი ცოლად გაჰყვა ყველასათვის კარგად ცნობილ პოეტს -ალექსანდრე ჭავჭავაძეს. სალომე ორბელიანი და ალექსანდრე ჭავჭავაძე ალავერდა კი სიცოცხლის ბოლომდე ანასტასიას სიყვარულის ერთგული დარჩა. "ანასტასია რომ მოკვდა, იმან სალამური გატეხა, თარი აიღო. მერე აღარც ცოლი შეურთავს“ ( მედეა მაღალაშვილი, „XIX საუკუნის პორტრეტები“). ასევე დაგაინტერესებთ: 1. ქართველი ქალი, რომელიც ქმარმა ბანქოში წააგო, გერმანელმა პრინცმა კი ცოლად შეირთო - დაუჯერებელი ისტორია 2. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილი 3. იცით ვინ არის ტყვე ბიჭი, რომელიც ჰიმლერს ასე დაჟინებით უყურებს? - დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია... 4. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარული 5. რატომ მიათხოვეს თამარ მეფის უკანონო და ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულს 6. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ... 7. ქალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სიყვარული უარყო - მივიწყებული ისტორია... 2518 11-ს მოსწონს
|