x
image
natia.a
თანამედროვეობის 20 ყველაზე ლამაზი ქალი Google-ის მიხედვით

image
როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო. სილამაზე კი სწორედ ის ცნებაა, რომელიც სწორედ რომ გემოვნებას გულისხმობს და, აქედან გამომდინარე, ინდივიდუალური და შედარებითია - ის, რაც ერთს მოსწონს, მეორეს შესაძლოა საერთოდაც არ მოეწონს. ეს განსაკუთრებით ადამიანის სილამაზეს ეხება და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ყველაზე ხშირად სწორედ ცნობილი ადამიანები, უმეტესად, ქალბატონები ეხვევიან - ისინი ხომ გამუდმებით ექცევიან პაპარაცების ობიექტივში და ხშირად "გვანებივრებენ" ეკრანებზე გამოჩენით. ყველასათვის კარგაც ცნობილმა კომპანია Google-მა ამოარჩია ყველაზე მიმზიდველი თანამედროვე ჰოლივუდელი ქალბატონების ოცეული.

1. სკარლეტ იოჰანსონმა ფილმში გადაღება დაიწყო 10 წლის ასაკიდან. მისი პირველი როლების შემდეგ The Sun-მა დაწერა, რომ სკარლეტი ჰგავს "მხიარულ პერსონაჟს დისნეის მულტფილმებიდან."
image

2. აიშვარია რაი ბაჩანი, ინდოელი მსახიობი, 1994 წლის "მის მსოფლიოს" ტიტულის მფლობელი.
image

3. ანჯელინა ჯოლი ჟურნალ Forbes-ის მიხედვით 2009 2011 და 2013 წლებში ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზრაურებადი მსახიობი ქალი იყო.
image

4. რიანა - 8 "გრემის", 6 American Music Awards-ის, სპეციალური პრიზის Icon Award-ის და 18 Billboard Music Awards-ის მფლობელია.
image

5. კლაუდია ლინკსი - ირანელი მსახიობი, რომლს ნამდვილი სახელია შაგჰაეგი, რაც ირანულად "ყაყაჩოს" ნიშნავს.
image

6. ჯესიკა ალბა ვებ-პორტალ AskMen.com-ზე 2006 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა სიაში "99 ყველაზე სასურველი ქალბატონი". მომდევნო წელს კი ჟურალ FHM-ის ვერსიის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა.
image

7. ფლორენს კოლგეიტი - 2012 წელს ფასტ-ფუდის 18 წლის გამყიდველი გამარჯვებული გახდა კონკურსში Britain’s Most Beautiful Face. ითვლება, რომ მისი სახე აბსოლუტურად სიმეტრიულია.
image

8. ევა მენდესის სამსახიობო კარიერაში გარდატეხა მოხდა ფილმით "სავარჯიშო დღე", რომელსიც ქალის მთავარი როლი შეასრულა.
image

9. ჟიზელ ბუნდჰენი - გერმანული წარმოშობის ბრაზილიელი სუპერმოდელი, რომელმაც 2011 წელს 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
image

10. პენელოპა კრუზი - ესპანელი მსახიობი, რომელსაც 2011 წლის 1 აპრილს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს ნომრით 2436.
image

11. ქეროლ ოლტი - ამერიკელი მსახიობი დღეს უკვე 54 წლისაა, მაგრამ ისევ რჩება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყვეწლზე ლამაზ მსახიობად.
image

12. კეტრინ ზეტა ჯონსი - მისი დებიუტი 1987 წელს შედგა მიუზიკლში "42-ე ქუჩა". მის ერთ-ერთი ყველზე პოპულარულ ნამუშევრად კი კი რჩება ფილმი "ზოროს ნიღაბი" (2005), სადაც კეტრინს პარტნორობას ანტონიო ბანდერასი უწევს.
image

13. კეტრინ ჰეიგლმა წარმატებას მიაღწია ფილმიდან "ცოტა ორსულად", რომლის შემოსავალმა 219 076 518 დოლარი შეადგინა, მსახიობმა კი მიიღო 300 000 დოლარის ოდენობით ჰონორარი. ხოლი ფილმისთვის "ძალიან საშიში რამ", კეტრინ ჰეიგლმა 15 მილიონი დოლარი მიიღო.
image

14. ჩჟან ცზისი - ჟურნალ Time-მა მას უწოდა "ჩინური საჩუქარი ჰოლივუდისთვის", People-მა კი მსახიობი ორჯერ დაასახელა პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ქალბატონს შორის.
image

15. ლეტიცია კასტა ჟურნალ Elle-ს ფოტომოდელი გახდა 15 წლის ასაკში. 18 წლისა იგი უკვე გადაიღეს Victoria’s Secret-ის სარეკლამო რგოლში.
image

16. კრისტინ დევისი - სერიალში "სექსი დიდ ქალაქში", თავიდან კერის როლი სწორედ მას ერგო, მოგვიანებით კი ამ როლზე სარა ჯესიკა პარკერი დაამტკიცეს.
image

17. კამილა ბელ რუტი - ამერიკელი მსახიობის დედა ბრაზილიელია, მამა - ამერკელი. სახელი კი დაარქვეს საპნის ოპერის, Cavalo de Aço-ს პერსონაჟის საპატივცემულოდ, რომლის როლი შეასრულა ცნობილმა ბრაზილიელმა მსახიობმა, რენატა სორამ.
image

18. ადრიანა ლიმა - ბრაზილიაში დაბადებული ქალბატონი, რომლის ძარღვებში აფრიკული, ინდური, შვეიცარიული და ინდიელთა სისხლი ჩქეფს.
image

19. ჰოლი ბელი - მთავარი როლისთვის ფილმში "ქალი-კატა" მან 12, 5 მილიონი დოლარი მიიღო. თუმცა კომერციული წარმატება ყოველთვის არ ნიშნავს: 2005 წელს სწორედ ამ ფილმის გამო მან "ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის" ტიტული მიიღო და "ოქროს მალინა" მიენიჭა.
image

20. მეგან ფოქსი - წარმატება მას "ტრანსფორმერებმა" (2007) მოუტანა. მოგვიანებით The Telegraph-თან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა: "ტრანსფორმერების" რეჟისორი, მაიკლ ბერი ნამდვილი ჰიტლერია."


image

5
8538
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8538
  
2017, 21 სექტემბერი, 15:04
აიშვარია რაი და ჯესიკა ალბა ორივე უზომოდ მომწონს
2015, 6 ოქტომბერი, 18:18
აგერ ნახე youtube.com/watch?v=2iQ8feTpSLE
2015, 6 ოქტომბერი, 18:06
ეს ირანელი claudia lynx იყო მახინჯი რომელმაც ყველაფრის ოპერაცია გაიკეტა რომ ის ყოფილიყო რაც დღეს არის, დაგოგლეტ, აქ ვერ ვდებ ლინკს
2015, 15 სექტემბერი, 10:34
დიდი მადლობა, გაიხარე. :)
2015, 15 სექტემბერი, 10:27
მართლაც ლამაზები არიან :) გავაზიარეეე
0 1 5