x
image
natia.a
ქალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სიყვარული უარყო - მივიწყებული ისტორია...
image

ილია ჭავჭავაძის მიერ პეტერბურგში გატარებული წლების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირი მოიპოვება და ძირითადად კოხტა აფხაზის მოგონებებს ეყრდნობა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა. ამ მოგონებებით ხდება ცობილი ილია ჭავჭავაძისა და გენერალ ჩაიკოვსკის ასულის, ალექსანდრა, იგივე საშას სიყვარულის ისტორია. გენერლის ოჯახში ილია და მისი მეგობარი სასურველი სტუმრები იყვნენ და ხშირად დადიოდნენ სადარბაზოდ. სწორედ ამ დროს მოიგო ახალგაზრდა ქართველის გული მშვენიერმა საშამ - პეტრე ჩაიკოვსკის დამ.


სწორედ საშა ჩაიკოვსკაიას შესახებაა საუბარი წერილში, რომელიც ილიამ თავის დას, ნინოს მოსწერა საქართველოში, 1858 წელს:


"ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული გაქვს, ამისრულე. ერთმა ქალმა ქალური ვერცხლისა ქამარი მთხოვა ხანჯლითა და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამიმტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა იცოდე რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი ისე ვარ მიღებული, ასეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს. თუ შეიძლება, შენი სულის ჭირიმე ნინო, სააღდგომოთ გამომიგზავნე. ვიცი, რომ გიყვარვარ..."



იმავე წელს ილია ალექსანდრას უძღვნის ლექსს, სახელწოდებით "ჩაიკოვსკისას":


მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,

როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,

და ქალწულების კრთომით, მორცხვობით

მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;



მე დაგყურებდე ტრფიალებითა,

შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;

მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა

მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.



ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...


თუმცა ახალგაზრდა კაცის ამგვარ აღტაცებას მალე მოეღო ბოლო. ქალმა ილიას იმავე გრძნობით ვერ უპასუხა და 1960 წელს ცოლად ლევ დავიდოვს გაჰყვა.


image

ლევ დავიდოი და ალექსანდრა ჩაიკოვსკაია


ცალმხრივი სიყვარულისგან გულდაწყვეტილი ილია ამ ფაქტს ქალისადმი მიძღვნილი ორი ლექსით გამოეხმაურა, რომლებიც მხოლოდ ერთი დღის შუალედით (21 და 22 ივლისი) არის დაწერილი:



* * *


სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი

გამიტაცებს სუბუქ ფრთითა,

ვითომც მე შენ მოგხვევივარ

სავსეს ეშხის სიამითა.

„დასტკბი, გიჟო! — მეუბნები, —

აჰა ჩემი წრფელი გული!

ბაგე ბაგეს ჩავაკონოთ

და ჩავართათ სულთან სული!“

თუმც ეს, ტურფავ, სიზმარია,

მითაც სტკბება გული კრული…

თუ არ სიზმრით, მაშ რით დასტკბეს

უიმედო სიყვარული!..




* * *


ერთხელ მითხრა: „ცხოველ ქვეყნის ივერიის შობილი ხარ,

მაღალ მთების ქარიშხალით, ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ.

„მე ჩრდილეთის ველზედ ვყვავი, ზამთრის სუსხით დაჩაგრული,

შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს პასუხს ჩემი ცივი გული?!

ტურფამ ეგრე განირიდა ჩემი წმინდა სიყვარული

ჩანს ოდითვე დანიშნულა სამარტოოდ ჩემი გული



ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ილიას ცხოვრება ალექსანდრას მის გრძნობებზე რომ ეპასუხა... მაგრამ ალბათ ვერასოდეს შეხვდებოდა ოლღა გურამიშვილს, ქალს, რომელიც ილია ჭავჭავაძის ჭეშმარიტი სიყვარული და მეგობარი გახდა...



ასევე დაგაინტერესებთ:


რატომ მიათხოვეს თამარ მეფის ნახევარდა ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულს

image


პუშკინი და დიუმა ერთი და იგივე პიროვნება იყო - უდიდესი ტყუილი თუ უბრალოდ დამთხვევა?image


ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს...

image


რატომ თქვა იაკობ გოგებაშვილმა საყვარელ ქალზე უარი და რატომ სცადა თვითმკვლელობაimage


ვინ უყვარდა სინამდვილეში გალაკტიონის მუზას და რატომ არ კითხულობდა პოეტის ლექსებს მერი შერვაშიძეimage

ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image


საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარულიimage

0
3506
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0