სხვა მსოფლიოს უძველესი და ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ხეები ( + ბევრი ფოტო ) 2017, 14 დეკემბერი, 19:13 ყველაზე საგანგებო, ყველაზე ბრძენი, ყველაზე ისტორიულად მნიშვნელოვანი და მსოფლიოს ყველაზე უძველესი ხეების შესწავლას დიან კუკმა და ლენ იენსშელმა ორი წელიწადი მოანდომეს.მათ შორისაა 5000 წლის ხე კალიფორნიაში და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ხე ბალიში, რომლის ქვეშ ავტოსატრანსპორტო მაგისტრალი გადის.ყველა ხე გვაძლევს ჟანგბადს, მაგრამ ზოგი გაცილებით დიდი რაოდენობით ასუფთავებს გარემოს. ეს წარმოუდგენლად მშვენიერი გამოსახულებები გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე თვალსაჩინო და ლამაზ, ზოგ შემთხვევაში კი ერთმანეთისგან განსხვავებულ უდიდეს ხეებად. ავტორები, რომლებმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს და 59 საგანგებოდ მნიშვნელოვანი ხის ფოტოები გადაიღეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გაეზარდათ ადამიანების ცნობიერება ხეების მტკიცე როლზე მათ ცხოვრებაში. სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ხის სურათს. ფიჭვის ხეები კალიფორნიის ეროვნულ ტყეში, რომელიც დაახლოებით 5 000 წლისაა. ამ უძველესი ნიმუშის ზუსტი მდებარეობა და მასზე მზრუნველობა დაცულია. ადგილი, რომელსაც " ალკოჰოლური სასმელების ადგილს" უწოდებენ და ხის ფესვები უკვე 800 წელია წინაპართა მიწაზეა გართხმული. მიუხედავად ძლიერი ქარისა და ზღვის შტორმისა, ხე მყარად დგას.ხე, რომელსაც ტრადიციულ ინდურ მედიცინაში იყენებენ და რომელსაც სახლში ზრდიან ინდოეთის ქალაქ ვარანასში. მისგან კურნავენ ნებისმიერ ტკივილს, ფეხის ინფექციებს და სხვადასხვა დაავადებებს.ფეხსაცმელებით "შემკული" ხე კალიფორნიიდან 395 კილომეტრში. არავინ იცის, რატომ დაიწყო ხალხმა ხეზე ფეხსაცმელების დაკიდება და დღეს სატრანსპორტო დეპარტამენტმა ნელ - ნელა მოახერხა ფეხსაცმელების ჩამოხსნა ხიდან.ნიუ ორლეანის პარკში მუხის უზარმაზარი ხე. როგორც ისტორია წერს, ამ ხის ქვეშ მე 19 საუკუნის ყველაზე ხმაურიანი დუელები იმართებოდა.წყაროს ინფორმაციით, 1834 - 1844 წლებში ამ ადგილზე დუელი ყოველდღე იმართებოდა.საინტერესოა დერბის ბოშის ხე ქიმბერლის რაიონში დასავლეთ ავსტრალიაში. მისი სავარაუდო ასაკი 1500 წელია.უძველესი ხე კამბოჯაში, რომელიც 2001 წელს ფილმშიც კი გამოჩნდა ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით. აქ არის ლეღვის, აბრეშუმის ბამბის ჯიშები, რომლის ფესვები XIX საუკუნის ტაძარშია გართხმული.კალიფორნიის სახელმწიფო პარკში ფესვებგართმული 1200 წლის უზარმაზარი ხე, რომლის მოჭრაზე 25 კაცი სამი კვირის განმავლობაში მუშაობდა.ბალის სოფელ ასაჰურურში მდებარე უზარმაზარი ხე, რომლის ქვეშ ავტომანქანები მოძრაობენ. მემატიანის თქმით, ბალინური ინდუიზმი წმინდა ხეების მოჭრას კრძალავს და ეს ხეც ბოლომდე იარსებებს.მექსიკაში არსებული უზარმაზარი ხე, რომელსაც მაგისტრალური მნიშვნელობა აქვს და რომელსაც 140 - დე ფესვი გააჩნია. მკვიდრი მექსიკელები თაყვანს სცემენ ხეს მონტეზუმურ კვიპროსს და ის კვლავ კულტურული სიამაყეა. ხე დაახლოებით 1200 - 3000 წლისაა. 164 3-ს მოსწონს
|