საზოგადოება თბილისში ლენინის ფოტო და საბჭოთა დროშა გამოჩნდა 2017, 13 დეკემბერი, 11:47 ![]() როგორც ავტორი წერს, ფოტოს გადაღებისას მას შეეპასუხნენ და უთხრეს, რომ ლენინის დროს საქართველოში ცხოვრება ყვაოდა. შეგახსენებთ, საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებას კანონი კრძალავს... “თავისუფლების ქარტიის” მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს დაამტკიცა, აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება საჯარო ადგილებში. საბჭოთა სიმბოლიკაა ყველაფერი, რაც საბჭოთა რეჟიმს უკავშირდება. კანონში არის ჩამონათვალი – საბჭოთა დროშა, ყელსახვევი, ჰიმნი, სტალინის ბიუსტები. თუმცა, ამ სიმბოლოების საჯარო სივრცეში გამოყენებისთვის დღემდე არავინ არ დაჯარიმებულა. ![]() 299 1-ს მოსწონს
|