x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
17 წლის ბიჭს სამი დღეა ვერ პოულობენ - ბულინგი სკოლაში, თუ „ლურჯი ვეშაპი“?
image
სამი დღეა 17 წლის ბიჭს ეძებენ ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში. ოჯახის წევრებმა ბიჭი ბოლოს 7 დეკემბერს, სკოლაში წასვლამდე ნახეს, თუმცა ის სკოლაში არ მივიდა და არც სახლში დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით არასრულწლოვანი ბოლოს ორი დღის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა. ამ დროისთვის შსს-ს სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს.
„მოსწავლე სკოლაში რომ არ გამოცხადდა, მის მშობლებს დავურეკეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ უკვე სკოლაში უნდა ყოფილიყო. როგორც აღმოჩნდა, იმ დილით, სწავლის დაწყებამდე, სოფლის სამარშრუტო ავტობუსს ქობულეთამდე გაჰყვა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება“, - უთხრა ბობოყვათის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ქათამაძემ ჟურნალისტებს.
ოჯახმა ბავშვის გაუჩინარების შესახებპოლიციას 8 დეკემბერს შეატყობინა. დაკარგული ბიჭის მამა, ზორბეგ დოლიძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის გაუჩინარება შესაძლოა ინტერნეტთამაშს უკავშირდებოდეს. საუბარია თამაშ „ლურჯ ვეშაპზე“, რომლის ძირითადი მომხმარებლები არასრულწლოვნები არიან.
„ლურჯი ვეშაპი“გავრცელებული თამაშია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც, ბოლო დავალება კი თვითმკვლელობისკენ მოწოდებაა.
თუ დაკარგული ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 558 39 17 69; 557 59 34 95; 557 93 11 31.
0
173
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0