საზოგადოება ძალადობის პრევენციის თემაზე დედოფლისწყაროში დისკუსია მოეწყო 2017, 9 დეკემბერი, 17:47 ![]() როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დედოფლისწყაროს ქალების“ ხელმძღვანელი ლალი მეხრიშვილი ამბობს, დისკუსია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა ფენის და პროფესიის წარმომადგენელმა გამოსავალზე და ძალადობის პრევენციაზე ხშირად იმსჯელოს. შეხვედრაზე აქტიურობდნენ პედაგოგებიც, რომლებიც მოზარდებს შორის ძალადობის თავიდან არიდების გზებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ და საკუთარი პრაქტიკიდან მაგალითები მოჰყავდათ. ცალკეული შენიშვნები დააფიქსირეს მშობლებმაც. დისკუსიაში მონაწილეთა უმრავლესობა თვლიდა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ქმედითი ზომები დროულად მიიღოს, სხვა შემთხვევებში პერიფერიებში გამართული დისკუსიები საერთო სურათს ვერ შეცვლის. 33 შეფასება არ არის
|