x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
40 წლის იუბილე – რატომ არ აღნიშნავენ და როგორ მოვატყუოთ ბედისწერა?

არსებობს ცრურწმენა, რომლის თანახმად, არ შეიძლება 40 წლის იუბეილეს აღნიშვნა. რას უკავშირდება ეს რწმენა და უნდა გვჯეროდეს თუ არა მისი?


image

ეზოთერიკოსები თვლიან, რომ 40 წელი — განსაკუთრებული ზღვარია, რომლის შემდეგ, ადამიანის ენერგეტიკული დასუსტება ხდება.

ცრურწმენის თანახმად, 40 წლის აღნიშვნა იგივე მიზეზების გამო არ შეიძლება: სტუმრებს შორის, შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც «ცუდი თვალი» აქვს და დასუსტებულ იუბილარს «თვალი ეცეს».

თუ საკითხს უფრო საფუძვლიანად შევისწავლით, ვნახავთ, რომ ეს ცრურწმენა, შესაძლებელია რიცხვ 40-ს უკავშირდებოდეს, რომელიც, თავის მხრივ, არც თუ ისე, სასიამოვნო მოგონებებს და აზრებს აღძრავს:

I. სიკვდილის შემდეგ, ადამიანის სული 40 დღის მანძილზე, დედამიწაზე რჩება და ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა მიცვალებულის ახლობლებისთვის.

II. 40 წლის მანძილზე ებრაელები უდაბნოში დადიოდნენ, აღთქმული მიწის ძიებაში.

III. მშობიარობის შემდეგ, ქალს 40 დღის შემდეგ შეუძლია ტაძარში შესვლა. ეს პერიოდი მისი განწმენდისთვის არის საჭირო.

IV. მსოფლიო წარღვნა 40 დღე გრძელდებოდა.

V. ნათლობის შემდეგ, ქრისტემ 40 დღე უდაბნოში გაატარა, სადაც ეშმაკის ცდუნებებს ებრძვოდა.

VI. ძველ საბერძნეთში, 40 წელი დაცემის პიკად ითვლებოდა, რადგან იმ დროს, ძალიან ცოტა ადმიანი აღწევდა 50 წლის ასაკს.

გამოდის, რომ 40 წლის შემდეგ, ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ხოლო, ყოველი ცვლილება მოულოდნელობასთან არის დაკავშირებული, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე – ნაკლებად სასიამოვნო.

imageთუ ცრურწმენების გჯერათ, მაგრამ გინდათ 40 წლის იუბიელ აღნიშნოთ, შეგიძლიათ საკუთარი ბედი მოატყუოთ და დაბადების დღე გადაიხადოთ:

I. დაბადების დღეზე მხოლოდ ახლობლები დაპატიჟეთ. მათგან ნამდვილად არანაირი საფრთხე არ გელით.

II. მისტიკური თარიღი თავიდან რომ აიცილოთ, 40 წლის იუბილე ცოტა ადრე, ან მოგვიანებით აღნიშნეთ.

III. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ არა 40 წელი, არამედ 39 წლის წასვლა. ამისთვის სტუმრები წინასწარ გააფრთხილეთ, რომ 39 წლის წასვლა მოგილოცონ. ამ შემთხვევაში, ყურადღება მისტიკურ რიცხვზე არ იქნება აქცენტირებული.

IV. სტუმრების შესაკრებად სხვა მიზეზი მოიგონეთ და თემატური საღამო მოაწყეთ. ასე სტუმრებიც კმაყოფილები იქნებიან და თქვენც მშვიდად გაატარებთ ამ დღეს.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ნალი და რიცხვი 7 – იღბლის და ბედნიერებისთვის. საიდან მოდის ეს ცრურწმენები?


საინტერესო ფაქტები «შავი» პარასკევის შესახებ


0
244
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0