საზოგადოება გურჯაანში 16 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს 2017, 4 დეკემბერი, 16:26 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. როგორც გურჯაანში ამბობენ, გოგონა, სოფელ კარდენახში ბებიასთან იმყოფებოდა. მათი თქმით, ბუნებრივმა აირმა აბაზანაში დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა. გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 126 1-ს მოსწონს
|