საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა 2017, 30 ნოემბერი, 16:06 საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრულად გაუქმებას ითხოვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა.
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული, რომელთა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა.
59 შეფასება არ არის
|