x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხე, რომელიც აქეთ-იქით დადის

image


ბევრ ენაში არის გამოთქმა, რომელიც ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქალაქს ან სახლს არასდროს ტოვებენ, მცენარეებს ადარებენ. ვითომ, მცენარე ყოველთვის ერთ ადგილზე არის, და ეს ადამიანებიც სწორედ ასე იქცევიანო. თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ბუნებაში არის მცენარე, რომელსაც სოკრატია შიშველფესვიანი (ლათ. Socraetea Exorrhiza) ჰქვია, ეკვადორის (სამხ. ამერიკა) ტროპიკულ ტყეებში იზრდება და ერთ ადგილზე არ ჩერდება.

ეს სახელი მის გარეგნობას სრულად შეესაბამება, რადგან ფესვები მიწის ზევით არის და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მას გადაადგილება შეუძლია... თუმცა, ძალიან ნელა.


ბუნების ნამდვილი საოცრება


ადგილობრივები მას «მოსიარულე პალმას» ეძახიან, და ეს სახელი მთლიანად შეესაბამება მის უნიკალურ ბუნებას. ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ხე, რომელიც ნელა, მაგრამ «დადის». მას წლის მანძილზე, საშუალოდ 20 მეტრის დაფარვა შეუძლია. რაც ფაუნის წარმომადგენლებისთვის, ბევრი არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ წარმოვიდგენთ, რომ მის ქვეშ ვინმემ განძი დამარხა... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მაგრამ, ასეთი ხის არსებობა, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ბუნებაში ყოვლად წარმოუდგენელი მოვლენების ნახვა შეიძლება.


image


მოგზაურობა და მოსიარულე პალმა


თუ «მოძრავი პალმის» ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ, მაშინ სუმაკოს ბუნებრივ ნაკრძალში უნდა წახვიდეთ, რომელიც კიტოდან (ეკვადორის დედაქალაქი) ერთი დღის სავალზე მდებარეობს და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოსფერული ნაკრძალია. აეროპორტიდან დაახლოებით სამი საათი დაგჭირდებათ ტაქსით, შემდეგ შვიდიდან – თხუთმეტ საათამდე, ნავით და კიდევ გარკვეული მანძილი ჯორით და რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროთ. თუ ბუნება გიყვართ, ასეთი მოგზაურობა ნამდვილად გამართლებული იქნება, რადგან ეს გზა, ბოლოს, ხელუხლებელ ტყემდე მიგიყვანთ, რომელშიც მხოლოდ ტურისტების ბრბო კი არა, მეტყევის ქოხიც კი არ არის.

ეკვადორის გარდა, მოსიარულე ხეების ნახვა, ტაილანდშიც შეიძლება.


როგორ გადაადგილდება?


პალეობიოლოგი პიტერ ვრსანსკის თქმით, რომელიც ბრატისლავის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობს, როდესაც პალმის ხის ქვეშ ნიადაგის საკვები ნივთიერებები ამოიწურება, მის ღეროს გვერდიდან წანაზარდები ეზრდება, ხოლო ძირითადი ღეროს ძალა ნელ-ნელა კლებულობს. ამის შემდეგ, ხე წანაზარდებისკენ იხრება და ახალ ადგილზე ერჭობა. ხოლო, ძველი ფესვები და ხის ქვედა ნაწილი, ხმება და ნეშომპალად იქცევა. ამ დროს ხის სიმაღლე მცირდება, თუმცა ის მაშინვე სწრაფ ზრდას იწყებს.


image

მსგავსი «გადასვლების» პროცესი რამდენიმე წელს შეიძლება გაგრძელდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუკუნეების წინ, ადამიანები, რომლებიც სანადიროდ ამ ტყეებში დადიოდნენ, ყველა ხის მდებარეობას იმახსოვრებდნენ, რომ ცხოველების გადაადგილების მიმართულებები სცოდნოდათ და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როდესაც შენიშნეს, რომ პალმებს ადგილი ჰქონდათ შეცვლილი. მაშინ აბორიგენებმა ჩათვალეს, რომ ეს ბოროტი ძალები იყვნენ, რომლებიც თავს ხეებად ასაღებდნენ და Socratea exorrhiza–ს ყოველთვის გვერდს უვლიდნენ.imageimage

არხის სხვა სიახლეები: image

* "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ...

* ევროპის ქვეყნები სასაცილო ნახატებში: რუსეთი – ღორის უკანალი, უკრაინა – სახედარი...

* "მოგზაურობა წარსულში" – ძველი ეგვიპტელების კვალი ამერიკის კონტინენტზე

* ობიექტი 16 – უცხოპლანეტელების ბაზაზ ოკეანის ფსკერზე

* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი

* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა

* კოლუმბის საიდუმლო image

5
729
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
729
  
2023, 20 იანვარი, 22:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 6 იანვარი, 23:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 31 დეკემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 დეკემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5