x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ობიექტი 16 – უცხოპლანეტელების ბაზაზ ოკეანის ფსკერზე

უცხოპლანეტელებთან კონტაქტების შესახებ გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობაში, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მათ ხომალდზე ხვდება, ის სხვა პლანეტაზე ან სხვა გალაქტიკაშიც კი მიჰყავდათ. მაგრამ, ეს ადამიანი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელების ბაზაზე იყო, რომელიც სხვა პლანეტაზე კი არა, – აქ, ჩვენს პლანეტაზე მდებარეობს...


image


ჯიმ მარტინესი კოსტა–რიკელია. მთელი ცხოვრება მეთევზე იყო და ტრაილერულ გემზე მუშაობდა. 44 წლის ასაკში, ის უკვალოდ გაქრა. ხოლო, მისი თევზსაჭერი გემი, სანაპირო ხაზიდან, 3400 მეტრში აღმოაჩინეს. გემზე არავინ იყო და მაშინ, ვერც მარტინესი და ვერც მისი სამი კოლეგა ვერსად იპოვეს.

ეს ამბავი 2006 წ. მოხდა. ახლობლებს უთხრეს, რომ მამაკაცის პოვნის არანაირი შანსი არ იყო. მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი ცოლ–შვილი ჯიმს დაღუპულად არ თვლიდა და მისი დაბრუნების იმედი ჰქონდა... და მართლაც, ნახევარი წლის შემდეგ, ის დაბრუნდა. ჯიმ მარტინესი ღია ზღვაში, კოსტა-რიკიდან, თითქმის 1300 კმ–ში იპოვეს და მხოლოდ შემთხვევითი დამთხვევების წყალობით, გადარჩა. მან მძიმე დამწვრობა მიიღო, რადგან მზის სხივებისგან დაცული არ იყო. თან არც საბუთი ჰქონია და არც ტანსაცმელი – საერთოდ არაფერი ჰქონდა.

imageროდესაც საავადმყოფოში გონზე მოვიდა, გაარკვია, რომ ჰაიტიზე იყო. ის ოჯახს დაუკავშირდა და საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. სწორედ მაშინ მოყვა მამაკაცმა, ამდენი ხნის მანძილზე, სად იყო. მაგრამ, მიუხედავად არაერთგზის ფიცისა, მას სხვებმა კი არა, ოჯახის წევრებმაც არ დაუჯერეს.

ჯიმის თქმით, 2006 წლის 15 ივნისს ის და მისი თანამშრომლები, ჩვეულებრივ, ზღვაში გავიდნენ. საღამოს კი, როდესაც დაბრუნებას აპირებდნენ, წყლის ქვეშ მომწვანო ნათება შენიშნეს. ის თავიდან მბჟუტავი იყო, თუმცა შემდეგ უფრო კაშკაშა გახდა და წყლიდან სამკუთხედის ფორმის ობიექტი ამოვიდა.

როგორც მარტინესი ირწმუნება, რაღაც მომენტში, მეთევზეები მფრინავი აპარატის ბორტზე აღმოჩნდნენ და იქ უწონობის მდგომარეობაში იყვნენ. შემდეგ, თითქოს, ჰაერის ძლიერმა დინებამ, ისინი ხომალდიდან "გამოტუმბა", ლევიტაცია დასრულდა და ნათელ დარბაზში აღმოჩნდნენ. მათთან არსება გამოვიდა, რომელიც კოსტიუმი მთელ სხეულს უფარავდა. მკერდზე კი, ემბლემა ჰქონდა – გველი თეთრი ვარსკვლავის ფონზე და გაუგებარი სიმბოლოებით.

არსებამ ხელი გაიშვირა და ისინი იმ მიმართულებით დაიძრნენ. იქ, სადაც კედელი იყო, გასასვლელი გაიხსნა და მეთევზეები მრავალსართულიანი დარბაზის სივრცეში აღმოჩნდნენ, სადაც ლიფტიც იყო. მათ იქ სხვა არსებებიც ნახეს და ადამიანებიც... თავს ზემოთ კი, ათობით სამკუთხა ობიექტი მოძრაობდა. იყო განცდა, რომ იქ ისინი, აბსოლუტურად ბედნიერები იყვნენ.

ბოლოს, მათთან ქალი მივიდა, რომელსაც მწვანე საქმიანი კოსტიუმი ეცვა. მკერდზე კი, ისეთივე ემბლემა ჰქონდა, როგორიც იმ არსებას, კომბინეზონზე. ის ინგლისურად საუბრობდა. მართალია, მარტინესმა ენა სრულყოფილად არ იცოდა, მაგრამ რაზე იყო საუბარი, გაიგო და მეგობრებსაც უთარგმნა.

imageროგორც გაირკვა, იმ ადგილს – ობიექტი 16 ერქვა და მათ იქ დარჩენას სთავაზობდნენ. მსგავს სიტუაციაში სხვა ადამიანებიც ყოფილან და უმრავლესობამ დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრება მოუწევდათ.

ჯიმმა პროფესია შეიცვალა და მებაღეობა შეისწავლა. მას არაქისი, პომიდორი და სიმინდი მოჰყავდა. მიწის ნაცვლად კი, იყენებდა სუბსტანციას, რომელიც მას მედუზას აგონებდა, მაგრამ ყავისფერი ფერის იყო. მასზე მცენარე 100–ჯერ სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ნიადაგზე, რაც ყოველ კვირა, მოსავლის მიღების საშუალებას იძლეოდა.

ობიექტ 16–ზე ყოფნის დროს, მამაკაცმა მეგობრები შეიძინა. მათ შორის, მისი ბავშვობის მეგობარიც იყო, რომელიც 10 წლის წინ გაქრა და დაკარგულად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ის, მთელი ამ ხნის მანძილზე, იქ ცხოვრობდა და ოჯახიც კი ჰყავდა. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, მარტინესმა მაინც ვერ დაადგინა, ეს უცნაური ობიექტი სად მდებარეობდა.

ის, სხვებთან ერთად, ქვედა სართულის, ერთ–ერთ კაიუტაში ცხოვრობდა, საცხოვრებელ განყოფილებაში. როგორც წესი, თევზით, ზღვის პროდუქტებით და მოყვანილი მცენარეებით იკვებებოდნენ. ხოლო, იქ ყოფნის პერიოდში, მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ წყლის ქვეშ იყვნენ...

როგორც მეთევზემ აღნიშნა, ასეთი გიგანტური ნაგებობების დამალვა, მხოლოდ ოკეანის წყლის ქვეშ თუ შეიძლებოდა. ნახევარი წლის შემდეგ, მას ჰკითხეს, დარჩენა სურდა, თუ უკან დაბრუნდებოდა? და ჯიმმა ოჯახთან დაბრუნება გადაწყვიტა. ის ხომალდში ჩასვეს, პირზე ნიღაბი გაუკეთეს და როდესაც ჰაერი შეისუნთქა, გონება დაკარგა... თვალი საავადმყოფოში გაახილა.

მას შემდეგ მარტინესი ზღვაში აღარ გასულა, რადგან ობიექტი 16–ის მდევრების ეშინია. რაც შეეხება მის თანამშრომლებს, ისინი უკან აღარ დაბრუნებულან...

რთული სათქმელია, არსებობს, თუ არა რეალურად ობიექტი 16? – ამის არანაირი მტკიცებულება არ არის და კიდევ, თუ 16 რიგითი ნომერია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მის გარდა, კიდევ, მინიმუმ 15 ანალოგიური ობიექტი არსებობს?


image

არხის სხვა სიახლეები:


* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი

* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი 800 მლნ. წლის "პრინცესა" და სარკოფაგი

* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* მსოფლიო ჩემპიონატი 2022 – გულშემატკივრები (30 ფოტო)

* Britain Fashion Awards – 2022: ლამაზმანები ყველაზე პიკანტური სამოსით (20 ფოტო)



0
957
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
957
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0