საზოგადოება მამაკაცმა მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გადაარჩინა(ვიდეო) 2017, 26 ნოემბერი, 12:19 ![]() ქალი ჩამოკიდებული იყო მე-9 სართულის აივანზე, როგორ მოხვდა ქალი ამ სიტუაციაში გამოცემა Daily Mail-ი არ აზუსტებს, შესაძლოა ფანჯრებს წმინდავდა. ქვემოთ შეიკრიბა ბრბო, რომელსაც ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებდა. რიჩარდ ჯოზეფი, რომელიც ჰაიტიდანაა და სამი წლის წინ ჩამოვიდა ჩილეში, გაჩერებაზე ავტობუსიდან ჩამოვიდა, დააინტერესდა რა ხდებოდა და შეკრებილ ხალხს მიუახლოვდა. "თავიდან მეც მობილური ამოვიღე და გადაღება დავიწყე, მერე უცებ თავში გამიელვა, ეს არაა სწორი საქციელი, ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი, როგორ გადამერჩინა ის ქალი, სავარაუდო ადგილი შევარჩიე, სადაც შესაძლოა ჩამოვარდნილიყო და შემემსუბუქებინა მისი ვარდნა, მინდოდა, რომ ის თავით არ დაცემულიყო."-იხსენებს რიჩარდი. ![]() ![]() ![]() 161 8-ს მოსწონს
|