საზოგადოება "ისევ მთავრობას ედება პასუხისმგებლობა ღმერთისა და კაცის წინაშე, უგულობისა და უპასუხისმგებლობისთვის!" 2017, 25 ნოემბერი, 17:27 ამერიკაში მოღვაწე ქართველი მწერალი ქალბატონი, მაკა კვერენჩხილაძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება და ემოიციურ პოსტს აქვეყნებს:
"უკვე სიტყვები უძლურია!!! რამდენი გაფრთილება უნდა გამოგვიგზავნოს ღმერთმა??? ამდენი მსხვერპლი უნდა შეიწიროს უგულობამ???? და ისევ, მთავრობასთან მივდუვართ!!!!!! და ისევ მთავრობას ედება პასუხისმდებლობა ღმერთისა და კაცის წინაშე, უგულობისა და უპასუხისმგებლობისთვის!!!!!!!!!!!!!! იმისთვის, რომ ჯერ კიდევ თბილ სავარძელში ჯდომა, კომფორტული მანქანით სიარული, წოდება, სახელი ჰგონია გამარჯვება და წარმატება!!!!!! ვინმეზე მეტობა!!!!!! მსურს დაგარწმუნო, ძვირფასო მთავრობელებო!!!!!!! ეგ დროწავიდა!!!! ახლა მხოლიდ მზრუნველი გულის დროა!!! მხოლოდ საქმის მკეთებელი ადამიანის დროა!!!!!!! იმ ადამიანის დროა, ვინც ასცდება ფულის და სკამის ცდუნებას, და რაიმე სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში!!!!!!!!! იმიტომ რომ, როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ ისინი, ვინც ხალხის საკეთილდღეოდ რაიმე წვლილი გაიღო, ისინი მოიხსნიებიან ხალხის ხსოვნაში !!! დრო არავის პატიობს!!!!! დროა, მხვდეთ - ეგო და პატივმოყვარეობა უკვე ცუდი ტონია!!!!!!!!!!!!!!!!!"-წერს მაკა. შეგახსენებთ, 22 ნოემბერს, თბილისსში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული 22 საათიანი კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი სპეცრაზმელი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა. ამ ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ კი ქვეყანაში კვლავ ახალი უბედურება მოხდა: ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა! ქვეყანაში მართლაც რთული დღეები დგას და ძნელია ამ ყველაფერს ემოციების გარეშე შეხედო. არ ვიცი ვის და როგორ უნდა მოეთხოვოს ამაზე პასუხი, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ყველა სფეროში უჭირს, ყველა სოფეროში გაუმართავობა და უკონტროლობაა! საინტერესოა, რატომ ჰქონდა სასტუმროს მინიჭებული 5 ვარსკვლავი, თუკი უსაფრთხოების ზომებს ელემენტარულ დონეზეც ვერ აკმაყოფილებდა? 117 3-ს მოსწონს
|