საზოგადოება მე-20 საუკუნის ყველაზე უცნაური სილამაზის კონკურსები 2017, 20 ნოემბერი, 18:03 იმისთვის, რომ კონკურსზე წარსდგეთ, უნდა აარჩიოთ კაბა, საცურაო კოსტიუმი, მოუაროთ სახეს, სხეულს, თმას...
ადრე ყველაფერი ცოტა სხვანაირად იყო, ჩვეულებრივი კონკურსების გარდა, სადაც ქვეყნის ან ქალაქის მთავარ ლამაზმანს ირჩევდნენ, ხშირად ტარდებოდა კონკურსი ყველაზე ლამაზი თვალების, ფეხების და ტანადობის გამოსავლენადაც კი. არანაკლებ უცნაური იყო ამ კონკურსების შეფასების მეთოდებიც:
მის პლიაჟი 1922წ.
სწორედ ასეთი საცურაო კოსტიუმები იყო მოდაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.ეს კონკურსი 1922 წლის 17 ივნისს ჩატარდა და ანა ნიბელმა მოიგო. მის იდეალური ტანადობა 1956წ ამ კონკურსის უცნაურობა ის გახლდათ, რომ ფასდებოდა არა მონაწილეების გარეგნობა, არამედ მათი რენტგენის ფოტოები. მოდელები მარიან ბაბა, ლუის კონვეი და და რუთ სვენსონი თავის რენტგენის სურათებთან დგანან, რომელთაც მათ გამარჯვება მოუტანეს. მის ლამაზი თვალები 1930წ იმისთვის, რომ ჟიურის ყურადღება არ გაჰფანტვოდა, მონაწილეებს ასეთი ნიღბები ეკეთათ, საიდანაც მარტო თვალები უჩანდათ. სამზარეულოს დედოფალი 1964წ. ფოტოზე გლორია პრინსია, რომელმაც ნიუ-იორკში გამართულ კონკურსზე “სამზარეულოს დედოფალი" გაიმარჯვა. დონატების დედოფალი 1957წ. ეს კონკურსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნიუ-იორკის მაცხოვრებელთა შორის. დონატები ამერიკაში დღესაც პოპულარულია. გამარჯვებული გვირგვინით და დონატებით პოზიორობდა კამერის წინ. სოსისების დედოფალი 1955წ. კონკურსი ჰოთ-დოგის ეროვნული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ხორცის მწარმოებელმა კომპანია ზიონმა გაუწია სპონსპორობა. გამარჯვებული ჯინ კორტნი გახდა. მის ლამაზი ფეხები 1930წ. იმისათვის, რომ ჟიურის ობიექტურად შეეფასებინა მონაწილეთა ფეხები და ხელი არაფერს შეეშალა, კონკურსანტებს ასეთი ტომრების ჩამოცმა მოუწიათ. მის მაგიური მარკერი ამ კონკურსანტმა ზუსტად იცოდა როგორ უნდა მიექცია ჟიურის ყურადღება, საბოლოო ჯამში კი, ამ კონკურსის სახით, მარკერის დასამახსოვრებელი რეკლამა გამოვიდა. მის მანქანის ზეთი 1955წ. კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მანქანის ფონზე, ავტოსახელოსნოს თანამშრომლებთან ერთად პოზირებს. მის საფენი 1947წ სურათზე ბეტი ბარეტია, უჩვეულო კონკურსის გამარჯვებული, რომლის მონაწილეებსაც თავისი ხელით შექმნილი სახვევი-საფენები უნდა წარმოედგინათ. მის ამერიკელი ვამპირი 1970წ ეს კონკურსი ერთგვარი რეკლამა იყო ფილმისა “მუქი ჩრდილების სახლი".გამარჯვებული ჯონათან ფრეიდმა დააჯილდოვა, რომელიც ფილმში ვამპირ ბარნაბა კოლინზს განასახიერებდა. მის ფსიქოლოგიური ომი 1950წ. ამ კონკურსისი შესახებ ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ, რომ სულ 4 მონაწილე ყავდა, რომლებიც ფოტოზე ხელნაკეთ რუპორთან პოზიორობენ. კონკურსის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ რა პროპაგანდისტურ მეთოდებს მიმართავდნენ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მხარეები. მისის ტაჰომა 1955წ. ამ კონკურსში 18-დან 35 წლამდე ასაკის ქალბატონები მონაწილეობდნენ. აუცილებელი პირობა იყო, რომ კონკურსანტს მეუღლე და ერთი შვილი მაინც ჰყოლოდა. მათ სხვადასხვა დავალებების შესრულება უხდებოდათ, რაც ლოგინის უფრო სწრაფად ალაგებაში, უფრო ხარისხიანად დაუთოებასა და გემრიელად ცხობაში გამოიხატებოდა. 258 3-ს მოსწონს
|