საზოგადოება დედოფლისწყაროს მომავალი წლის ბიუჯეტი 5 567 700 ლარი იქნება 2017, 18 ნოემბერი, 10:59
2017 წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 7 665 500 ლარი შეადგინა. როგორც დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა უახლოეს ხანში გაიმართება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი სხვადასხვა მოსალოდნელი შემოსულობებით პერიოდულად კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, პროექტში ამჯერად ასახული 5 567 700 ლარი ბიუჯეტის შემცირებას არ ნიშნავს და შესაძლებელია 2018 წლის ბოლომდე შემოსულობებმა ჯამში წლევანდელ ციფრს გადააჭარბოს. 28 1-ს მოსწონს
|