საზოგადოება „ სამ თვეში ვიგებ, რომ 12 წლის შემდეგ პატარას ველოდები“ - სალომე ფაცაციას ემოციური პოსტი 2017, 17 ნოემბერი, 16:48 „საჩუქრები“ ასე ჰქვია ჯგუფს, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს სიხარულს სჩუქნიან. ამჯერად, ჩემი ყურადღება ერთმა ემოციურმა პოსტმა მიიქცია. სალომე ფაცაცია 2017 წლის 3 ივნისს ჯგუფში წერდა: „ 12 წელია შვილი არ მყავს და ტყუილა ვინახავ, დიდი სიამოვნებით გავაჩუქებო...“ მან კი სამ თვეში გაიგო, რომ ბავშვეს ელოდება და ჯგუფში ასეთი სასიხარულო ინფორმაცია დაწერა: „მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ ეს პოსტი დავწერე 3 ივნისს ხოლო სამ თვეში ვიგებ რომ 12 წლის შემდეგ პატარას ველოდები რაც კი მქონდა პატარა ბავშვის ტანსაცმლები მაშინ ყველაფერი გავაჩუქე სამაგიეროდ ყველაზე დიდ უფლის საჩუქარს ველოდები.“ სალომე ფაცაცია 12 წელია, რაც გათხოვილია, პროფესიით ფარმაცევტმა მესამე წელია რაც დააარსა „ წმინდა მამა გაბრიელის“ საქველმოქმედო ფონდი და ასევე თბილისში ორგანიზაციის „ ვაჩუქოთ მომავალი“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. სალომე საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, თავისი ორგანიზაციების საშუალებით უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება. #აჩუქესიხარული ახლახანს მიიღო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ენგურის უბანში გაიმარჯვა და საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება მის ცხოვრებაში ისაა, რომ 12 წლის შემდეგ პატარას ელოდება. 3813 7-ს მოსწონს
|