სასარგებლო პროდუქტები 8 საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს! 2017, 17 ნოემბერი, 7:59 სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი — ზედაპირულად, ზოგიც — ღრმად. ფორმით და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები. სისხლძარღვების პრობლემები დღეს უკვე ფართოდ გავრცელდა. ქრონიკული ვენური უკმარისობა ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სისხლძარღვების დაავდებების თავიდან მოსაცილებლად უნდა მიირთვათ საკვები სწორად. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ სასარგებლო საკვებ პროდუქტებზე, რომლებიც დაგეხმარებათ სისხლძარღვების დასუფთავებაში... 1. ბროწეული ბროწეული შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, რომლის საშუალებითაც სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. 2. ნუში ნუში განსაკუთრებით მდიდარია E ვიტამინით. ნუშს ანტიკური პერიოდიდანვე იყენებდნენ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი. სისხლძარღვებში შესაძლო დარღვევის შესაჩერებლად რეკომენდებულია ყოველდღიურად ნუშის მირთმევა. 3. კურკუმა კურკუმა ძალიან სასარგებლოა და უკვე ხშირ მოხმარებაშია სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის სისხლძარღვების პრობლემების წინააღმდეგაც. 4. მწვანე ჩაი მწვანე ჩაი ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც სისხლძარღვებს პრობლემას უქმნის. 5. შვრია შვირა ამცირებს ქოლესტერინს და ასუფთავებს სისხლძარღვებს. აუცილებლად შეიყვანეთ შვრიის ფაფები თქვენს რაციონში. 6. დარიჩინი დარიჩინი სისხლში შაქარს ამცირებს უპირველეს ყოვლისა. მიირთვით დღეში მხოლოდ 1 კოვზი დარიჩინი და სისხლში ცხიმების ოდენობა 26% შემცირდება - ამტკიცებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორები. 7. ბროკოლი ბროკოლი მდიდარია ბოჭკოვანი ქსოვილებით და K ვიტამინით. სასარგებლოა მაღალი ქოლესტერინის და წნევის საწინააღმდეგოდ. K ვიტამინის საშუალებით სისხლძარღვებში კალციუმის დონეს არეგულირებს. 8. სატაცური სატაცური ვენებში სისხლის მიმოქცევას აჩქარებს. გარდა ამისა სისხლს უფრო მარტივად ასუფთავებს, ვიდრე სხვა სამედიცინო საშუალება.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. აღმოჩინეს თუ არა მეცნიერებმა საიდუმლო ქალაქი ატლანტიდა? 2. 32 ქვეყანა, რომლებიც 2050 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკას დაიპყრობენ! 3. ნახეთ როგორ შეიცვალა ამ უსახლკარო ადამიანების ცხოვრება? 4. რა უნდა მივირთვათ აგვისტოში? 5. სიმინდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
2668 12-ს მოსწონს
|