x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიმინდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

სიმინდი - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. მარცვლის შინაგანი აგებულებისა და მორფოლოგიის მიხედვით სიმინდი იყოფა 9 ჯგუფად: ბუშტარა სიმინდი, რბილი სიმინდი, კბილა სიმინდი, ნახევარკბილა სიმინდი, კაჟა სიმინდი, ტკბილი სიმინდი, რბილ-ტკბილი სიმინდი, ცვილა სიმინდი, კილიანი სიმინდი. სიმინდის სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. საქართველოში პირველად XVII საუკუნეში შემოიტანეს. სიმინდის ნათეს ფართობს ხორბლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. სიმინდი მაღალპროდუქტიულია და მრავამხრივ იყენებენ. მარცვალში 65-70% ნახშირწყლებია, 11, 3-14, 2% ნედლი პროტეინი, 4-6% ცხიმი (ჩანასახში 405-მდე) და 9-12% ცილა. სიმინდის მარცვლისაგან იღებენ კრისტალურ შაქარს, სახამებელს, გლუკოზას, სპირტს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. ბუშტარა და კაჟა სიმინდისგან ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, იყენებენ კულინარიაში. მარცვალსა და ვეგეტატიურ ნაწილებს ხმარობენ ცხოველთა საკვებად. სიმინდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, მწარეებს, ეთერზეთს, ქლოროფილს; K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება.

image

მსოფლიო მასშტაბით, სიმინდის წარმოებით გამოირჩევიან პერუ, ბოლივია, ეკვადორი და მექსიკა. სიმინიდის გამოყენება საყოფაცხოვრებაში სხვადასხვა გვარადაა შესაძლებელი. სიმინდის მირთმევა შეგიძლიათ უმად და მოხარშულად, სიმინდისგან კეთდება ძალიან ბევრი სასარგებლო საკვები, მზადდება ფქვილი. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მოხარშული სიმინდი, შემწვარი და პოპკორნი.

image

პროფესორები გვირჩევენ მივირთვათ საკმაო რაოდენობით სიმინდი ყოველდღიურად. სიმინდის ცხიმი და ვიტამინები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

image

სიმინდის შეიცავს 75% ნახშირწყლებს, ვიტამინებს B1, B2, PP, კაროტინს, იგი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ხანდაზმული ადამიანებში. სიმინდი შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ალკალოიდებს. სიმინდი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ბილირუბინის დონეს, აწესრიგებს სისხლის შედედების დარღვევებს, იგი გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტი, ჰეპატიტის დროს, კარგი შარდმდენია და თირკმელებში ქვებს შლის. სიმინდის ზეთი რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის მაღალი დონის დროს. პოლონეთში, სიმინდის ზეთით მკურნალობენ აქტიურად ღვიძლის დაავადებებს.

image

100 გრ. სიმინდი შეიცავს:

წყალი - 14 გ
ცილის - 10.3 გ
ქონი - 4.9 გ
ნახშირწყლები - 67.5 გ
ბოჭკოვანას - 2.1 გ
სახამებელი - 56.9 გ
ნაცარი - 1.2 გ
კალიუმის - 340 მგ
კალციუმის - 34 მგ
მაგნიუმის - 104 მგ
ნატრიუმის - 27 მგ
ფოსფორი - 301 მგ
რკინის - 3700 მგ
იოდის - 5.2 მგ
კობალტის - 5.3 მგ
მანგანუმის - 1090 სუ
სპილენძის - 290 მგ
მოლიბდენი - 4, 28 გ
ფტორის - 64 მგ
თუთიის - 1730 მგ
ვიტამინი B-კაროტინი - 0.32 მგ
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) - 5.5 მგ
ვიტამინი B1 (თიამინი) - 0.38 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 0.14 მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - 26 მგ
ვიტამინი PP (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) - 2.1 მგ
კალორია - 325 კალორია

image

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}

1. წარმოგიდგენთ 2017 წელს ველურ ბუნებაში გადაღებულ საუკეთესო ფოტობს...

2. ნუში - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3. საკვები პროდუქტები, რომელიც სექტემბერში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!

4. საზამთრო - რა ვიცით და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ამ გოგრისებრთა მცენარის შესახებ?!

5. რა უნდა მივირთვათ აგვისტოში?

0
2091
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2091
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0