საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი 2017, 5 ნოემბერი, 10:48 ![]() ![]() ![]() "ძვირფასო შთამომავლობავ, დღეს თქვენთან არაჩვეულებრივი დღეა, -საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 100 წლისთავი, მხურვალედ გილოცავთ დიად იუბილეს, ვიცით, რომ ჩვენი ეპოქა საინტერესოა, თქვენი დრო კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ჩვენ კომუნიზმს ვაშენებთ, თქვენ კომუნიზმში ცხოვრობთ. ჩვენ გვჯერა, რომ შესანიშნავად აღჭურვეთ ჩვენი ცისფერი პლანეტა, აითვისეთ მთვარე და გადასხდით მარსზე, აგრძელებთ კოსმოსის შტურმს, რომელიც 50-იანი წლების თაობამ წამოიწყო, ხოლო თქვენი ხომალდები უკვე დიდი ხანია გალაქტიკაში დაჰქრიან. თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა არამიწიერ ცივილიზაციებთან სამეცნიერო და კულტურულ საკითხებზე, ჩვენ გვჯერა, რომ საქმეს, რომელიც 50 წლის წინ წამოიწო ჩვენმა მამა-პაპამ, ვაგრძელებთ ჩვენ, ხოლო საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანთ თქვენ"-ნათქვამია გზავნილში. ![]() 1096 7-ს მოსწონს
|