საზოგადოება "რუსეთუმე აქციეს იარლიყად, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება, მთავარია დააბრალო, როგორც ინკვიზიციის დროს ჯადოქრობას აბრალებდნენ"-ვასილ მაღლაფერიძე 7 ივნისი, 14:55 პედაგოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი და ყოფილი პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს: "რუსეთუმე აქციეს ისეთ იარლიყად, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება, მთავარია დააბრალო, როგორც ინკვიზიციის დროს ჯადოქრობას აბრალებდნენ. ჯერ წესია საქმე და წესი მოითხოვს, ამ იარლიყის დამბრალებლებმა, იქვე მიაწერონ ხოლმე, სად იბრძოდნენ რუსეთ-საქართველოს რამდენიმე ომის დროს.''ს მაღლაფერიძე მანამდე ვასილ მაღლაფერიძემ კიდევ ერთი პოსტი დადო. "კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება! პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!
საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ.
ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ესეთი იყო ბოლშევიზმი - მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ!
ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!"-წერს მაღლაფერიძე.
434 3-ს მოსწონს
|