ფოტოგრაფია სიყვარული, როგორც ასეთი ცნება.... 2017, 4 ნოემბერი, 17:36 ფოტოგრაფი კეტ ირლინი(Kat irlin) სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, თუმცა მოზარდ ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.რუსული წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა HR სფეროში(შრომითი რესურსები), სანამ ერთ დღესაც მისი ცხოვრება სრულიად მოულოდნელად არ შეიცვალა.
კეტის პოპულარობა kate_in_nyc. -ის ინსტაგრამის გვერდმა მოუტანა, ამჟამად მის გვერდს 1, 2 მილიონი ხელისმომწერი ჰყავს და დღეისთვის კეტ ირლინი მოთხოვნადი ფოტოგრაფია, მის ნამუშევრებს აქვეყნებს US Vogue, Numero Russia и Harper’s Bazaar. მასთან თანამშრომლობენ Louis Vuitton, Chanel, Christian Louboutin, Ralph Lauren, Tiffany's, Coach, J.Crew, Ford . მაგრამ ძირითადად მისiი გმირები - მოდელები და სხვა გოგოები(it girls) არიან: ჟენია კატავა, დარია მალიგინა, ირინა შეიკი, კიარა ფერარი, ნორა ვაი, ბრუნა დელ ბორტოლი, როკი ბარნსი და სხვა. თუმცა უფრო ხშირად იგი უბრალო ადამიანებს აფიქსირებს ფოტოკამერაზე. კეტი ოსტატურად იჭერს ადამიანების ემოციას, მათ სულს და გვანახებს ყველაზე გულწრფელ მომენტებს. ქვემოთ გაეცნობით ფოტოგრაფის ნამუშევრებს სიყვარულზე, რომელიც როგორც ასეთი ცნება... არსებობს. 166 8-ს მოსწონს
|