ფოტოგრაფია მონიკა ბელუჩიმ დედიშობილა ფოტოები გამოაქვეყნა 2024, 24 ოქტომბერი, 13:32 ![]() მონიკა ბელუჩიმ სოციალურ ქსელში დედიშობილა ფოტოები გამოაქვეყნა.60 წლის მსახიობმა შთამბეჭდავი საარქივო კადრები აჩვენა თაყვანისმცემლებს. მთლიანად შიშველი შავ-თეთრი ფოტოები ოდესღაც იტალიურ ჟურნალ Vogue-სთვის იყო გადაღებული. ერთ ფოტოზე მონიკა წელს ზემოთ შიშველია აღბეჭდილი. მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით ბელუჩი დაჟინებით უყურებს კამერას. ![]() მონიკას მკერდზე მარცხენა ხელი აქვს აფარებული, მარჯვენათი კი სასირცხვო ადგილს იფარავს . ამავდროულად, მსახიობის გამოხედვა საკმაოდ მშვიდია. თავად სურათი კი უფრო ფანქრით შესრულებულ ძველი ნახატს მოგვაგონებს. ![]() ინტერნეტმომხმარებლებმა შეაქეს მონიკას „მარადიული სილამაზე“ და აავსეს ათასობით კომპლიმენტით. ისინიც კი, ვისაც არ მოეწონა ფოტოების ხარისხს, ადიდებდნენ შეუდარებელ ბელუჩის. "თუნდაც ბუნდოვან, ფოკუსის გარეშე, ცუდად გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოებში, ის მაინც ყველაზე ლამაზი ქალია პლანეტაზე", - წერს ვარსკვლავის ერთ-ერთი ფანი. 764 2-ს მოსწონს
|