x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პაპარაცების მიერ გადაღებული ყველაზე ძვირადღირებული და სკანდალური ფოტოები
2002 წელს მაიკლ ჯეკსონმა საკუთარი 9 თვის შვილი აჩვენა ფოტოგრაფებს და პრესას, რა დროსაც ბავშვი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ფოტომ მთელი მსოფლიოს გამოცემები მოიარა.


image


2006 წლის მაისში პაპარაცებმა ბრიტნი სპირსი იმ მომენტში დააფიქსირეს, როდესაც ბავშვი კინაღამ ხელიდან გაუვარდა, სხვათა შორის, ამ ფოტოს გამო ბრიტნის დროებით ჩამოერთვა მშობლის სტატუსი. ფოტოგრაფმა დენი ბოიმ ფოტოსთვის 250 000 $ მიიღო.

image




შიდსით დაავადებულ ფრედი მერკურიზე ნადირობდნენ ფოტოგრაფები. ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ამ სურათისთვის ფოტოგრაფმა 230 000$ აიღო.

image


2005 წლის ოქტომბერში The Daily Mirror-მა 300 000$-ად იყიდა მოდელის, კეიტ მოსის ფოტო, რომელიც კოკაინს ისუნთქავდა.

image

კურიოზული შენაძენი გააკეთა ჟურნალმა Penthouse-მა ვინმე ფრანკისგან, სადაც შიშველი ანა კურნიკოვა იყო აღბეჭდილი, თუმცა სინამდვილეში, ეს იყო იტალიელი მოდელიორის ქალიშვილი ჯუდიტ სოლტის ბენეტონი.

image

თითქმის 1 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული მსახიობ გვინეტ პელტროუს პაწია ქალიშვილი.

image


ერთ-ერთმა გამოცემამ 1, 1 მილიონ დოლარად შეიძინა მონაკოს პრინცესა კაროლინას და ჩოგბურთელის, გილმერო ვილასის ფოტო 1982 წელს.

image

კენედის ყოფილი ცოლის, ჟაკლინ ონასისის ტოპლესისთვის ფოტოგრაფმა რონ გალელამ, რომელიც წლების განმავლობაში დასდევდა უკან კენედის ქვრივს და შემდგომ ბერძენი მილიარდელის ცოლს, 1, 2 მილიონი დოლარი აიღო.

image

ეგვიპტეს მეფის, ფარუხას ფოტო, რომელიც მუშტებით თავს დაესხა იტალიელ ფოტოგრაფს, ტაციო საკიაროლის, ერთ-ერთ გამოცემას 1, 4 მილიონი $ დაუჯდა.

image

1, 5 მლნ.$ ღირდა გარდაცვლილი ანა ნიკოლ სმიტის ფოტო.

image


6 მილიონი $ გადაიხადეს გამოცემებმა პრინცესა დაიანას და დოდი ალ ფაიედის სენ-ტროპეზეში გადაღებულ ფოტოსესიაში.

image

საკმაოდ მსხვილი თანხა გადაიხადეს პრინცესა დაიანას სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებულ ფოტოში, სადაც ისინი პაპარაცებისგან თავის დაღწევას ცდილობენ.

image


ჟურნალმა US Weekly -მ გამოქვეყნდა მამხილებელი ფოტოები, რომელიც საკმაოდ ძვირი დაუჯდა. სურათებზე ინტიმურ გარემოში აღბეჭდილი არიან კრისტენ სტიუარტი და "ფიფქია და მონადირეს" დამდგმელი რეჟისორი რუპერტ სანდერსი, სადაც კრისტენი მთავარ როლს ასრულებდა. არა და ამ დროს ორივე მათგანს ჰყავდა პარტნიორი.

ფოტოების გასაჯაროების შემდეგ რუპერტის მეუღლემ, ლიბერტი როსმა განქორწინება მოითხოვა. ხოლო კრისტენმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში შეყვარებულს - რობერტ პატინსონს.

image

0
7953
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0