ფოტოგრაფია თბილისის უნიკალური ფოტომატიანე საქართველოს ეროვნული არქივიდან 2023, 13 ივლისი, 12:30 ქვემოთ გაეცნობით მორიგ ფოტოსერიას- გასული საუკუნის თბილისის ფოტოებს, წარმოდგენილს საქართველოს ეროვნული არქივიდან, რომელთა გამოფენა 2017 წელს სახელწოდებით „თბილისი - ურბანული ცვლილებები“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ექსპოზიცია მიმოიხილავდა მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს. ფოტოების უმეტესობა ნანახი არ გექნებათ. გადახედეთ ნოსტალგიურ ფოტოებს და იმოგზაურეთ წარსულში, ვფიქრობ უფროს თაობას ბევრ სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ. სტალინის სახელობის სანაპირო (დღევანდელი ზვიად გამსახურდიას სანაპირო), ივან კალიაევის ხიდი და ახალი პარკის საერთო ხედი (დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ). ფოტო: ვ. ჩერკასოვი. თბილისის მარჯვენა სანაპიროს ხედი და კარლ მარქსის სახელობის ხიდი (დღევანდელი ჩუღურეთის ხიდი. დედაენის ბაღის მიმდებარედ). თბილისი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1939. კოლმეურნეობის მოედანი (დღევანდელი გრიგოლ ორბელიანის მოედანი). თბილისი. საქდესის ფოტოქრონიკა. ავტორი უცნობია. 1939. ლენინის გამზირისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კუთხის შენობის ხედი (დღევანდელი ფილარმონიის მიმდებარედ). თბილისი. ფოტო: ო. ბუდეშტსკი. 1938. თბილისის სადგურის მოედნის ხედი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1939. შოთა რუსთაველის მოედანი. თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: რობერტ დავიდიანცი. 1968. სტალინის სახელობის ახალი სანაპირო და ელბაქიძის ხიდი (დღევანდელი გალაკტიონის ხიდის მიმდებარედ). თბილისი. ფოტო: მიხეილ კვირიკაშვილი. 1941. თბილისის ზღვის ხედი. თბილისი. ფოტო: ნ. გრანოვსკი. 1966. საბურთალოს მასივის საერთო ხედი. თბილისი. ფოტო: სერგო ონანოვი. 1960. ამიერკავკასიის ფედერაციის მოედანი (დღევანდელი თავისუფლების მოედანი). თბილისი. ფოტო: რუბენ აკოფოვი. 1928. მოწაფეები სტალინის სახელობის პარკში (დღევანდელი მთაწმინდის პარკი). თბილისი. ფოტო: დ. კოზლოვი. 1957. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის შენობის ხედი (დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი). თბილისი. ფოტო: ვიქტორ ჯეირანოვი. 1955. "საქენერგოს" შენობა კოლმეურნეობის მოედანზე (დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარედ). თბილისი. ფოტო: დ. სმირნოვი. 1960. ახალი კაფე ლენინის სახელობის გამზირზე (დღევანდელი ფილარმონიის მიმდებარედ). თბილისი. ფოტო: დ. სმირნოვი. 1959. მტკვრის სანაპიროს ხედი. თბილისი. ფოტო: პაველ ლუცენკო. 1953. დიღმის ხიდი. თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: თამაზ ჭეიშვილი. 1974. ზოოპარკი. თბილისი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1940. რკინიგზის სადგური. თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: ოთარ თურქია. 1974. სტალინის სახელობის ახალი სანაპირო და მარქსის (დღევანდელი ზაარბრუკენის) ხიდი. თბილისი. ფოტო: მიხეილ კვირიკაშვილი. 1941. აბრეშუმ-საქსოვი ქარხანა. თბილისი. ავტორი უცნობია [1930-იანი]. ივან კალიაევის სახელობის ხიდი და ხედი სტალინის სახელობის სანაპიროს ახალი ნაწილიდან (დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია). თბილისი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1940. საბჭოთა კავშირის გმირთა მოედნის და საბურთალოსკენ მიმავალი გზის საერთო ხედი (დღევანდელი გმირთა მოედნის მიმდებარედ). თბილისი. ფოტო: ვლადიმირ სტოლიაროვი. 1938. მტკვრის სანაპიროს ხედი. თბილისი. ფოტო: პაველ ლუცენკო. 1970-იანი წლები. სპორტის სასახლე. თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: ნ. გრანოვსკი. 1970. მაღაზია „ბავშვთა სამყაროს“ ახალი შენობა. (გვერდზე ბორჯომის ვაგზალი)თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: გივი კიკვაძე. 1983 მთავარი ფოტო:ლენინის მოედნის ხედი (დღევანდელი თავისუფლების მოედანი). თბილისი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1946. 839 3-ს მოსწონს
|