x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1947 წლის საქართველო რობერტ კაპას ობიექტივში - ფოტოები, რომლებიც 40 წელი აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში
image

110 წლის წინ, 1913 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა, საფრანგეთში და აშშ-ში მოღაწე ებრაული წარმოშობის უნგრელი ფოტოგრაფი, დოკუმენტური ფოტოგრაფიის კლასიკოსი და სამხედრო ფოტოჟურნალისტიკის ფუძემდებელი, რობერტ კაპა(ნამდვილი სახელი ენდრე ფრიდმანი).


რობერტ კაპამ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, მარშრუტი ასეთი იყო:სტალინგრადი-მოსკოვი-კიევი-შევჩენკოს სახელობის კოლმეურნეობა და საქართველო;


ქვემოთ სწორედ საქართველოში გადაღებულ ფოტოებს გაეცნობით.



აშშ-ში დაბრუნების შემდეგ 1948 წელს გამოიცა ილუსიტირებული წიგნი “რუსული დღიური”, სადაც ის პროსაბჭოურად შერაცხეს, საბჭოთა კავშირში კი პირიქით - ანტისაბჭოურად. ამ წიგნის თარგმნა და გამოცემა სსრკ-ში 40 წლის მანძილზე იყო აკრძალული.



სსრკ-ში მოგზაურობის დროს მათზე რუსეთმა შთაბეჭდილება ვერ დატოვა:

"ეს რუსები ძალიან უღიმღამოები არიან, ეს კი, ძალიან მოსაწყენია ფოტოგრაფისთვის. ყოველ ჯერზე, როცა ღილაკი უნდა ჩავაჩხაკუნო, ვგრძობ, რომ არასწორად ვიქცევი”, – იხსენებდა კაპა.




სამაგიეროდ სულს სხვა აზრი დარჩათ საქართველოზე, კაპამ და ჯონ სტეინბეკმა მოინახულეს თბილისი, გორი, ბათუმი.


ჯონ სტეინბეკი წერდა:"მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან წინ გვხვდებოდა მაგიური სიტყვა – საქართველო.


ისინი საქართველოზე გრძნობითა და დიდი აღტაცებით ლაპარაკობდნენ. ქართველ მამაკაცებზე საუბრობდნენ, როგორც სუპერმენებზე, კარგ მსმელებზე, უბადლო მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, მათ გამორჩეულ თვისებებზე, როგორც სანიმუშო მშრომელებსა და საუკეთესო საყვარლებზე. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი მეორე სამოთხეს უწოდებდნენ. "საქართველოში მოგზაურობისას ჩვენ ვრწმუნდებოდით, რომ რუსები არ ტყუოდნენ… ეს ქვეყანა მართლაც მიწიერი სამოთხე იყო."



რობერტ კაპამ სულ რაღაც 40 წელი იცოცხლა;


1954 წელს ჟურნალმა Life-მა კაპას ინდოჩინეთიდან რეპორტაჟების სერია დაუკვეთა. ამჯერად ფოტოგრაფს საომარ მოქმედებებზე მეტად ომის პირობებში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფა აინტერესებდა. სიმბოლურია მისი უკანასკნელი ფოტორეპორტაჟის სახელიც: “მწარე ბრინჯი”. “ეს საოცარი ისტორია იქნება”, – ამბობდა ის 25 მაისის დილას, როცა ვიეტნამის პატარა ქალაქ ნამ-დინხს ტოვებდა. კარგ გუნებაზე იყო და სულ ხუმრობდა. “დღეს კარგად მოვიქცევი… არ მოვყვები, რაოდენ დიდი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ვარ”.


რვა საათის მგზავრობისა და ოცდაათი კილომეტრის გავლის შემდეგ, ის მანქანიდან გადმოვიდა და ბამბუკით დაფარული ადგილისკენ გაემართა. მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა.


– ხმაზე მივხვდით, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა, – იხსენებდა მისი თანამგზავრი რეპორტიორი ჯონ მაკლინი, – მანქანიდან გადმოვხტი… ვიეტნამელი ლეიტენანტი, რომელიც ყველგან თან გვახლდა ჩემსკენ მორბოდა, როცა მოგვიახლოვდა, აქოშინებულმა წარმოთქვა: “ფოტოგრაფი მკვდარია”



image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image

0
661
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0