საზოგადოება კანადელი ქალი ლატარეაში მოგებულ ფულს გაჭირვებულებს ახმარს 2017, 1 ნოემბერი, 10:43 ![]() სწორედ ასე მოიქცა 2013 წელს კანადელი რაშელ ლაპიერი, ყოფილი "მის კვებეკი". მას ყოველთვის მოსწონდა ვოლონტიორობა, 1980-იან წლებში მან შექმნა სამოდელო სააგენტო, შემდეგ მუშაობდა ძიძად, ბოლოს კი ეძებდა საშუალებას მიებაძა თავის კუმირისთვის -დედა ტერეზასთვის და მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით დაკავებულიყო. ![]() "თავიდან ვერც დავიჯერე, მაგრამ მე არ დამიწყია ყვირილი და არც აღმინიშნავს, იმიტომ, რომ დავდე ფიცი მთელი სამყაროს წინაშე და ვალდებული ვიყავი შემესრულებინა ის.მსურდა ცხოვრების ბოლომდე გამეკეთებინა ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, -დავეხმარო სხვა ადამიანებს"-აღნიშნავს რაშელი. ![]() ლატარეას მოგებიდან ორი თვის შემდეგ ქალმა მიატოვა ძიძის სამუშაო და დაარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Le Book Humanitaire, მონრეალიდან 60 კილომეტრის დაშორებით პატარა ქალაქ სენ-ჟერში. ![]() ლაშერ ლაპიერი სოციალურ ქსელს იყენებს იმ ადამიანებთან დასაკავშირებლად, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ![]() ასევე იმ ადამიანებსაც შეუძლიათ განათავსონ პოსტები ვისაც სხვისი დახმარება სწადია. "ეს მარტო ფინანსურ დახმარებას არ შეეხება.მაგალითად თქვენ გაქვთ ზედმეტი ტანსაცმელი, ჩვენ გაძლევთ იმ ოჯახის კოორდინანტებს, რომელსაც დახმარება სჭირდება და გადასცემთ თქვენ თვითონ, ან სიმსივნით დაავადებულ პაციენტს ექიმთან წაყოლა ესაჭიროება და თქვენ მიყვებით"-აღნიშნავს რაშელი. ![]() ![]() ![]() ![]() "იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი გამოგვიყოფს ფართს.შემოგვიწრავს თანხებს თანხებს, იმისთვის რომ სამუშაო გავაფართოვო"-დასძინა რაშელმა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია IRIS Mundial -ის დამაარსებელი ჟან-პიერ ჩანგი აღნიშნავს, შექმნა საქველმოქმედო ფონდი არც თუ ადვილი საქმეა. "მთავარი სირთულე, ეს არის ფული და დამფინანსებლის მოძებნა-აღნიშნავს ჩანგი, რომელიც ადრე რაშელთან მუშაობდა. მიუხედავად სირთულეებისა, რაშელი არ აპირებს დასჯერდეს მიღწეულს, იგი ამჟამად კვალიფიკაციის ასამაღლებლად მენეჯერის სპეციალურ კურსებს გადის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ![]() 54 6-ს მოსწონს
|