გერმანულმა კომპანია eTower GmbH-მა, რომელიც ჰანოვერის მახლობლად არის, გასაყიდად გამოიტანა ლეგენდარული საბჭოთა ავტომობილი "ვოლგა" გაზ-21, თუმცა ეს არ გახლავთ უბრალოდ გაზ-21, მოკლედ "ვოლგა" მხოლოდ გარეგნულად არის…
![გერმანიაში იყიდება "ვოლგა"-გაზ
21,რომლის ფასი 300 000 ევროა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710312045306227.jpg)
ავტომობილი Mercedes S600 W140 с-ის ბაზაზეა აწყობილი, ძარას რეტრო სტილში სპორტული ფორმა აქვს მიცემული, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს გააჩნია გაზ-21-ის ყველა ატრიბუტი, მათ შორის კაპოტზე ირმის ცნობილი გამოსახულება.
![გერმანიაში იყიდება "ვოლგა"-გაზ
21,რომლის ფასი 300 000 ევროა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710312047036227.jpg)
სალონში საჭეს აწერია "ვოლგა", თუმცა კაპოტის ქვეშ თავს იწონებს მერესედესის აგრეგატი V12 500 ცხენის ძალით, ამის გარდა ავტომობილი აღჭურვილია ტყავის სავარძლებით, ფანჯრების ელექტრო რეგულატორით, სავარძლების გათბობით და უსაფრთხოების ბალიშებით.
![გერმანიაში იყიდება "ვოლგა"-გაზ
21,რომლის ფასი 300 000 ევროა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710312047306227.jpg)
როგორ ჩაეტია ასეთი "მონსტრი"ვოლგის" კაპოტში? საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად ამ ავტომანქანაში 195 ცხენის სიმძლავრის "ჩაიკის" V- ფორმის "რვიანის" მონტაჟისთვის იყო გათვალისწინებული ადგილი., მოდიფიცირებული ეს ვოლგა-21 (გაზ-23)მზადდებოდა სპეციალურად სუკ-ისთვის (კგბ) რომელსად "მანქანა-მდევარს" უწოდებდნენ და იგი მიეწოდებოდა მოკავშირე სოციალისტური ქვეყნების სპეცსამსახურებს.
![გერმანიაში იყიდება "ვოლგა"-გაზ
21,რომლის ფასი 300 000 ევროა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710312048026227.jpg)
მიუხედავად იმისა, რომ უნიკალური გაზ-21 შესანიშნავ მდგომარეობაშია, მას უკვე აქვს გარბენი-12 345 კილომეტრი.
![გერმანიაში იყიდება "ვოლგა"-გაზ
21,რომლის ფასი 300 000 ევროა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710312048286227.jpg)
ავტომობილის ფასი 299 000 ევროა.
![გერმანიაში იყიდება "ვოლგა"-გაზ
21,რომლის ფასი 300 000 ევროა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710312049276227.jpg)
იხილეთ სხვა ავტოსიახლეები
საინტერესო ვიდეოები ავტომობილებზე