სიახლეები ახალი ერა იწყება – Nissan IMx 2017, 26 ოქტომბერი, 23:38 IMx — ეს პრინციპულად ახალი პლატფორმაა. მის ბაზაზე ნისანელები ათეულობით ახალ ელექტრომობილებს შექმნიან.
ელექტრომობილების მთავარი ნაკლი – ხანგრძლივი დამუხტვის დრო და მოკლე ავტონომიური გარბენი წარშულში რჩება, სწრაფი დამუხტვა საშუალებას იძლევა ავტომობილმა 600 კილომეტრი გაიაროს. ამასთან მანქანა ჭკვიანიცაა: ავტოპილოტი, შეიძლება აკუმულატორების ენერგია სახლის შიდა ელექტროქსელშიც გამოვიყენოთ (და დენის ფული არ გადავიხადოთ), ავტომატური პარკირება და სხვა მსგავსი შესაძლებლობები. სხვათა შორის, მანქანას თავისი ხმა ექნება! ერთგვარი უწყინარი ზუზუნი. იაპონური ტრადიციის თანახმად მას ლამაზი სახელი დაარქვეს — «Canto» (ითარგმნება ლათინურიდან, როგორც « ვმღერივარ»). ხმა იცვლება იმის მიხედვით ავტომობილი აჩქარდება, შეანელებს მოძრაობას თუ უკან იმოძრავებს. ხმა გრძელდება მანამ, სანამ ელექტრომობილის სიჩქარე 20 ან 30 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს. 139 შეფასება არ არის
|