x
image
კატაპულტი
საინტერესო ფაქტები თბილისის მეტროს შესახებ
image
თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა და მას შემდეგ საკმაოდ დიდი დათვირთვით გადაჰყავს მგზავრები. დღესდღეობით 22 მოქმედი სადგურია.ეს ის ინფორმაციაა, რომელიც, ალბათ, ბევრმა იცის კიდევაც, თუმცა ქვემოთ გაგაცნობთ ფაქტებს, რომელთა შესახებ ცოტას თუ ეცოდინება.

თბილისის მეტროს ხაზების საერთო სიგრძე 26, 4 კმ–ია.

სადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის" მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 წელს უნდა დასრულებულიყი, თუმცა დღესაც დაუმთავრებელია.

სადგურ “ახმეტელის თეატრს" აქვს მეორე ამოსასვლელი შეშელიძის ქუჩაზე, თუმცა სადგურთან შეერთებული არაა.ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.


სადგურ “მარჯანიშვილს" ასევე აქვს მეორე ამოსასვლელი, რომელიც მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების კუთხეშია.ის სადგურს უკავშირდება გვერდულად მიმავალი ჰორიზონტალური გვირაბით.

1980-იანი წლების ბოლოს დაიგეგმა თბილისის მეტროს მესამე ხაზის მშენებლობა მოსკოვის პროსპექტიდან დიდ დიღმამდე მინიმუმ 14 სადგურით.2000 წლამდე უნდა აშენებულიყო 5 სადგური:

1.“რუსთაველი 2" –მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რომლისთვისაც გაითხარა დაახლოებით 300 მეტრი სადგურამდე მიმყვანი გვირაბი.

2.“საარბრუკენის მოედანი"– დაწყებულ იქნა რუსთაველი 2"-თან დამაკავშირებელი გვირაბის 100მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.ნაწილობრივ გათხრილი იყო საექსკალატორო გვირაბი, თუმცა 1992 წელს სამუშაოები შეწყდა და გვირაბი დაიტბორა, 2011 წელს კი ინერტული მასალით ამოავსეს.

3. “ქვემო ელია"– სადგურზე დაწყებული იყო ჰორიზონტალური მიმსვლელი გვირაბის მშენებლობა.იგი კონსერვირებული იყო 2000–იან წლებამდე და წყლის ამოქაჩვა ხდებოდა, თუმცა შემდეგ სამუშაოები შეწყდა და ტერიტორია სრულიად დატბორილია.

4. “ზემო ელია".

5. “ვაზისუბანი"– ყველა გრძელი მონაკვეთი გაკეთდა “ზემო ელიასა" და “ვაზისუბანს" შორის. ვაზისუბნის სადგური მიწის ზედაპირიდან 63 მეტრის სიღრმეზე უნდა ყოფილიყო.გაითხარა მიმყვანი გვირაბები სადგურის ორივე მხარეს და დახრილი გვირაბი, რომელსაც 10 მეტრიღა აკლდა დასრულებამდე.ამჟამად ის დატბორილია, სადგურის მსენებლობა კი მშრალ კონსერვაციაზეა.


ასევე იგეგმებოდა გლდანი-ვარკეთილის ხაზის გაგრძელება გლდანის მხარეს ჯერ მუხიანისაკენ, შემდეგ თემქისაკენ და თბილისის ზღვისკენ;ხოლო ვარკეთილის მხარეს ჯერ ვარკეთილის ზემო მიკრორაიონებისაკენ, შემდეგ კი თბილისის ზღვის მიმართულებით.შესაბამისად იქნებოდა წრიული ხაზი თბილისის ზღვის გარშემო.

ასევე დაგეგმილი იყო სადგურ “თავისუფლების მოედნის" მეორე ამოსასვლელი ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანზე ამჟამინდელ მიწისქვეშა გადასასვლელში.

ასევე “ავლაბარს" უნდა ჰქონოდა მეორე ამოსასვლელი ბალნეოლოგიურ კურორტთან.


P.S. სამწუხაროა, რომ ასეთი იდეები და შრომა წყალშია გადაყრილი.

0
189
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0