x
image
კატაპულტი
მსოფლიოს ცნობილი ადამიანების აზრები თბილისზე
თბილისიჩვენი თბილისი რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუმცა შეიძლება სიახლე იყოს ქვემოთ წარმოდგენილი შეხედულებები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოთქვეს მსოფლიოს ცნობილმა ადამიანებმა.მაშ ასე:


ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი: “თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული.თბილისში რამდენიმე ლამაზი საკრებულო შენობაა, ბაზრები, ე.ი.სავაჭრო ადგილები;გარეუბნებს მრავალი სალაღობო სახლი და საუცხოო ბაღი ამშვენებს".

თბილისი

ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი საქართველოდან გამგზავრებისას: “ეს არის თბილისი, ქალაქი, რომელზედაც მრავალ რუს პოეტს დაუწერია და სადაც ბევრი რუსული რომანის მოქმედება თამაშდება... ეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს, რომელსაც მე ვიცნობ და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ... მალე ჩვენ ამ ქვეყანას დავტოვებთ, მაგრამ მუდამ მექნება უკან დაბრუნების ნატვრა, მე ხომ მტკვრის წყალი დამილევია".



რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი: “ვიყავი მამა დავითის მონასტერში, აქ დაკრძალულია გრიბოედოვი.აქედან თბილისის მომხიბლავი ხედი იშლება... ქალაქი საოცრად ლამაზია.ბაღებში თავს გაწონებთ ყვავილთა ჯარი, მთავარ ქუჩებზე სიცოცხლე დუღს.მდიდრული მაღაზიები ეროვნული სურნელით გათრობს.ქალაქი ძალზედ საინტერესო და ორიგინალურია.საერთოდ თბილისზე პირველი შთაბეჭდილება უაღრესად სასიამოვნოა".


imageიტალიელი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო: “თბილისი მშვენიერი ქალაქია".


ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა: “ მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში - ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში."


არაბი პოეტი რიზკალაჰ ჰასუნი:

“დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,

აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან,

ჰოი აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად

– “თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია".


ფრანგი განმანათლებელი მონტესკიე: “თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული".






0
554
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0