სხვა რისი სიმბოლოა თხა და რა ადგილი ეკავა მას მსოფლიო მითებში? 2015, 18 იანვარი, 14:30
თხა არის საშუალო ზომის ძუძუმწოვარი ცხოველი, მას აქვს როგორც თეთრი, ასევე რუხი და შავი შეფერილობის ბეწვი.მამალ თხას, ანუ ვაცს, უკან გადაწეული დიდი რქები აქვს, დედალს კი შედარებით პატარა.
თხა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მითოლოგიაში ითვლებოდა ბრძოლებში წარმატების მომტანად, ამიტომ მას ხშირად სწირავდნენ ბრძოლებისა და ომების წინ.ბერძნულ მითოლოგიაში თხა ამალთეამ საკუთარი რძით გამოკვება და გაზარდა ზევსი, ხოლო მის რქას ჯადოსნური ძალა გააჩნდა, იგი ყველაფერს აძლევდა მის მფლობელს.აქედან გამომდინარე, თხა სიუხვის სიმბოლოდ იქცა.აღმოსავლურ მითოლოგიაში კი თხა ნაყოფიერებას გამოხატავს.ლიბიელი ქალებისათვის ძველ დროში თხის ბეწვისაგან დამზადებული ტანისამოსი მდიდრულ ჩასაცმელად იყო მიჩნეული, თუმცა ზღაპრებში ხშირ შემთხვევაში თხა ჯადოქარს წარმოადგენს, ხოლო თხის თავიანი ადამიანის გამოსახულება სატანისტური ეკლესიის სიმბოლოა, ისევე, როგორც ქრისტიანთათვის ჯვარი, მუსლიმანთათვის კი ნახევარმთვარე.აღნიშნული სიმბოლიკა შუა საუკუნეებში გაჩნდა.
სჯობს თხას, როგორც დადებით სიმბოლოს დავუბრუნდეთ:დედალი თხა ნაყოფიერების, გამრავლების, მზრუნველი დედისა და დადებითი მუხტის მატარებლის სიმბოლოა.რაც შეეხება მამალ თხას (ვაცს), ის მამაკაცური ღირსების, სექსუალობისა და ვნების სიმბოლოა.ზოგადად კი ითვლება, რომ თხა გაზაფხულის მამოძრავებელი ძალაა, მცენარეთა მფარველია, ზომიერებისა და თავშეკავებულობის ნიშანია, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიულობაც ახასიათებს.
მსოფლიოს მრავალი ადამიანის წარმოდგენაში თხა დამხმარეა ყველანაირ გასაჭირში. 226 2-ს მოსწონს
|