სხვა ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი გამონათქვამები 2013, 9 აპრილი, 15:01 “ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს, სხვასაც უტოვებს ამის შესაძლებლობას" - უინსტონ ჩერჩილი. “როცა სხვები ფიქრობენ, რომ შენთვის ყველაფერი დამთავრებულია, სწორედ მაშინ უნდა დაიწყო აღმასვლა" - კონრად ადენაუერი. “არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გრძელია გზა, მთავარია პირველი ნაბიჯი გადაიდგას" - მაო ძედუნი. “ვისაც სიმართლის არ ეშინია, არც სიცრუის უნდა შეეშინდეს" - თომას ჯეფერსონი. “ჩვენ ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ სხვადასხვა ჰორიზონტი გვაქვს" - კონრად ადენაუერი. “ნელა მივიწევ წინ, მაგრამ არასოდეს არ ვდგამ ნაბიჯს უკან" - აბრაამ ლინკოლნი. “სტატისტიკას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან მისი მიხედვით, ერთ მილიონერსა და ერთ ღატაკს - ერთად აღებულს, ცალ-ცალკე ნახევარი მილიონი აქვს" - ფრანკლინ დელანო რუზველტი. “ფული და იარაღი ტვინსა და ნებისყოფას ვერ ჩაანაცვლებს" - დუაიტ ეიზენჰაუერი. “ერთადერთი, რისიც გვეშინია თავად შიშია" - ფრანკლინ დელანო რუზველტი. “კაცობრიობამ წერტილი უნდა დაუსვას ომს, თორემ ომი დაუსვამს კაცობრიობას წერტილს" - ჯონ კენედი. “მიუტევეთ თქვენს მტრებს, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ მათი სახელები" - ჯონ კენედი. “ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა კი - მხოლოდ სტატისტიკა" - იოსებ სტალინი. “სიბრმავეზე უარესი არდანახვის სურვილია" - ვლადიმერ ლენინი. “თუ გარეთ მგელი ყმუის, მას ჩემი სისხლი სწყურია.ჩვენ ყველა მგელი უნდა მოვკლათ" - იოსებ სტალინი. 2514 5-ს მოსწონს
|