x
image
კატაპულტი
ფრთხილად,არ მოტყუვდეთ!
imageხშირად სხვადასხვა ფირმებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ჩვენი ჯიბეებიდან კაპიკ-კაპიკ იღებენ საერთო ჯამში საკმაოდ სოლიდურ თანხებს.საქმე ეხება, საყოფაცხოვრებო ნივთების, საკვები და სასმელი პროდუქტების შეძენისას შეცდომაში შეყვანას.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, როგორ შეიძლება მოტყუებული დარჩეთ:


1. “დიდი შეფუთვა, ნაკლები ფასი" შეიძლება სიცრუე გამოდგეს.იმისათვის, რომ ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ, პროდუქტის ღირებულება იანგარიშეთ 100 გრამზე, რადგან ხშირადაა შემთხვევა, როდესაც მცირე ზომის შეფუთვა უფრო იაფია, ვიდრე მოზრდილისა.


2.პროდუქტის შესაფუთი ზომა და ღირებულება წლების განმავლობაში უცვლელი რჩება, თავად პროდუქტი კი შეფუთვაში კლებულობს, მიაქციეთ ყურადღება მითითებულ წონას(ლიტრს)



3.ზოგადად, მიღებულია, რომ საყოფაცხოვრებო მასალა ( სარეცხის ფხვნილები, საპონი, თხევადი ნივთიერებები), საკვები და სასმელი პროდუქტი არის ე.წ.დამრგვალებული მასის ან ლიტრის.მაგალითად, ლიტრიანი, ნახევარლიტრიანი, ორლიტრიანი სასმელები;ასევე კილოგრამიანი საკვები პროდუქტები და ა.შ., თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ თითქოს იაფად ვყიდულობთ რაიმეს, მაგრამ მისი წონიდან(ლიტრიდან) გამომდინარე შეიძლება პირიქითაც კი აღმოჩნდეს, მაგალითად, საკვები ზეთი მეტწილად ლიტრიან ბოთლებშია, ვთქვათ 3, 50 ლარად, თუმცა იქვე იყიდება ზეთი 3, 20 ღირებულებით, რომელიც 0, 9 ლიტრია.ფასმა არ უნდა მოგვატყუოს!


4.ფასდაკლებები ხშირად სულაც არაა ეკონომია მომხმარებლებისათვის.რა ხდება ამ შემთხვევაში: ფასდაკლების გამოცხადებამდე ხდება ღირებულების საგრძნობი მომატება, რის გამოც SALE უთანაბრდება საწყის ღირებულებას.


P.s. მცირე გამოცდა მკითხველს: შემთხვევით, ხომ არ იცით, რამდენ ლიტრიანია გამაგრილებელი სასმელი “ლიკანი"? პასუხი მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0