x
image
ალექსანდრე ლექსო
ახალი იაპონური სასწაული – ავტომობილი "კოლაფსი"
image

იაპონიაში მანქანა რომ იყიდო, აუცილებლად უნდა გქონდეს გასაჩერებელი ადგილი, თანაც სახლიდან ორი კილომეტრის რადიუსში და იმ ზომის რომ შენი მანქანა დაეტიოს. (პოლიციაში აუცილებლად შეადარებენ მანქანისა და სადგომის გაბარიტებს.)


image



ამ პირობების შესრულება საკმაოდ ძვირია: სადგომის ქირაობა ან ყიდვა ერთოთახიანი ბინის საფასურს უტოლდება. და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ფული უნდა იხადოთ ყველგან სადაც მანქანას გააჩერებთ: ეზოში, სავაჭრო ცენტრებში, ოფისებთან . . .



დიდ ქალაქებში ავტომობილებისათვის აშენებულია მთლიანად ავტომატიზირებული მრავალსართულიანი სადგომები. მანქანას აჩერებთ ასეთი შენობის შესასვლელთან და ლიფტებისა და გადამტანების სისტემა თავად მოათავსებს ავთომობილს თავისუფალ ადგილზე. დაბრუნებისას კი ისევ შესასვლელთან მოგართმევთ.


ყოველივე ამის გამო იდეა გაჩნდა ისეთი ავტომობილი შეექმნათ, რომელიც მინიმუმ ადგილს დაიკავებდა. ამ იდეაზე იაპონელმა სტუდენტებმა იმუშავეს და მოიფიქრეს ისეთი მანქანა, რომელიც იკეცება, როგორც მაგალითად საბავშვო ეტლი. მანქანას სახელად "კოლაფსი" უწოდეს.

ელექტრომობილი ორადგილიანია, მისი სიგრძეა 2, 34 მეტრი, სიგანე 1, 3 მეტრი, წონა 150 კილოგრამი, აქვს 2, 1 კილოვატი სიმძლავრის ელექტრომოტორი, აკუმულატორი რომელიც 4 საათში იტენება და ერთი დამუხტვით მანქანა 300 კილომეტრს გადის.

და რაც მთავარია მანქანა იკეცება, და თანაც ნებისმიერ გაჩერების ადგილზე.


აღსანიშნავი რომ მანქანის შექმნა 17 და 19 წლის ახალგაზრდებმა მოახერხეს. ისინი ძალიან ამაყობენ ამით და იმედი აქვთ რომ მათი კონცეფცია იაპონური ავტოგიგანტების ყურადღებას მიიპყრობს.




0
444
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0