x
image
ალექსანდრე ლექსო
მშვიდობით გელენტვაგენო
image

სწორხაზოვანი G–კლასის მერსედესი თითქმის 40 წელია რაც გამოდის - პირველი სერიული ყველგანმავალი 1979 წელს გამოჩნდა. ხოლო ამა წლის ივლისში 300, 000 –ე ეგზემპლარი გამოვიდა. ზამთარში გერმანელები აცხადებდნენ, რომ გელენტვაგენი იცოცხლებდა, მაგრამ ჯერ გაიყიდა ძვირადღირებული Mercedes-Maybach G 650 Landaulet, შემდეგ G 500 4x4². და დღეს ცნობილი გახდა, რომ "ჰელიკის" ბოლო პარტია მზადდება!


image



ხანგრძლივი საწარმოო ციკლის დასრულების საპატიო მისია, Mercedes-AMG- ის საფლანგო მოდელს - G 65 Final Edition – ს ერგო. მანქანა აღჭურვილია 6 ლიტრიანი V12, ორტურბინიანი, 630 ცხენისძალისა და 1000 ნიუტონმეტრი ბრუნვის მომენტიანი ძრავით! უზარმაზარი და მძიმე (2 585 კგ) ჯიპი შვიდი სიჩქარიანი ავტომატით, 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.3 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ / სთ-მდეა.


გამოსამშვიდობებელი ვერსია უნიკალური დეკორით და ინტერიერის გაფორმებით გამოირჩევა. გარდა ამისა, G 65 Final Edition – ი აღჭურვილია 21 დიუმიანი ბრინჯაოსფერი ბორბლებით.


image



Mercedes-AMG G 65 Final Edition სულ 65 ეგზემპლარი დამზადდება, და მიუხედავად ძალიან მაღალი ფასისა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ისინი სწრაფადვე გაიყიდება. თუმცა, ყველგანმავლების კარიერა არავითარ შემთხვევაში არ სრულდება - უკვე მომავალ წელს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრის ჩვენება იგეგმება.



0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0