საზოგადოება 25 ნივთი,რომელსაც ნებისმიერ საბჭოთა ოჯახში ნახავდით 2017, 24 ოქტომბერი, 11:10 გასული საუკუნის მეორე ნახევრის ტიპიური საშუალო შეძლების სტანდარტული საბჭოთა ოჯახი:ავეჯი-ძირითადად სოციალისტური ქვეყნიდან(რუმინული, ჩეხური ან იუგოსლავიური)კედელზე ხალიჩა, პიანინო(როგორ წესი ოჯახების 90% პროცენტმა დაკვრა არც იცოდა, თუ გერმანული "როინიში" ან "პეტროფი" იყო ხომ გლიჯავდა, თუ არა და საბჭოთა "ბელარუსი" ან "ზარიაც" წავიდოდა, ან ბოლობოლო თბილისური "საქართველო", რომელიც ყოველთვის ასაწყობი იყო), ჭერი ჩეხური ჭაღით იწონებდა თავს, ვიტრინაში იგივე ჩეხური ბროლის ვაზები და გდრ-ს- გამოშვება "მადონას" სერვისი, (რომელსაც არავინ ხმარობდა)წიგნის თაროზე ტომებად ჩალაგებული "დიდი საბჭოთა ენციკლოპედია" და "მსოფლიო ლიტერატურა", სამზარეულოში ყვავილებით მოხატული ემალის ჩაიდანი და ბიდონები, თუნუქის ქილები, სადაც ტრადიციულად ბრინჯი, შაქარი და წიწიბურა ეყარა.ლოჯიაში ფარდაგი ირმის გამოსახულებით ....კიდევ რა საგნები იყო ტიპიური საბჭოთა ოჯახისთვის დამახასიათებელი? მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.... 1) ნათეგი(ე.წ "ჩეკანკა") 2) კედლის კალენდარი (მოსახევი) 3)ტორშერი 4)დისკიანი ტელეფონი(ძირითადად ბალტიისპირეთის გამოშვებული) 5)ზემოთ ნახსენები თუნუქის კოლოფები 6) კედლის საათი 7) ვიეტნამური მალამო 8) ელქტრონული მაჯის საათი 9)ხელის საკრეჭი მანქანა 10)კედლის სააბონენტო რადიო 11)ლოტო და ნარდი(ძირითადად "ვეფხისტყაოსნით" დასურათებული) 12)სიფონი(ლიმონათის გასაკეთებლად) 13) ფირსაკრავი და გრამფირფიტები 14) რძის ბიდონი 15)თლილი ჭიქა 16) ტიპიური გრაფინი, რომელიც ყველა ოჯახში იდგა 17) ფოტოაპარატი 18)პლასტელინი 19) "ტროინოი" ოდეკოლონი 20)საკერავი მანქანა 21)ხელის ფანარი 22)ხორცის საკეპი მანქანა 23)რეზინის სათამაშოები 24)ფოსფორის არწივი 25)ხელის სასწორი 1002 9-ს მოსწონს
|