განათლება გერმანიაში ყოველი მესამე მოწაფე მიგრანტია 2017, 18 ოქტომბერი, 12:31 ![]() გერმანიის სკოლების მოსწავლეთა განათლების დონის ახალი მონიტორინგი ძალიან საგანგაშოა. ბოლო დროს მსგავსი კვლევა განხორციელდა 2011 წელს და მას შემდეგ, მოსწრებამ ბევრ საგანში კატასტორფულად იკლო. ტესტირებამ რომელიც 30, 000-მა მეოთხე კლასის მოსწავლემ გაიარა მთლიანი ქვეყნის ფედერალურ ტერიტორიაზე, 2011 წელთან შედარებით შვიდი პროცენტით იკლო კითხვაში მოსწრებამ, მოსმენამ (უნარი მოუსმინოს და აღიქვას ინფორმაცია] - 16 %-ით, ორთოგრაფიაში - 24%, მათემატიკაში - 17 %. ბოლო მონაცემი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ზუსტი მეცნიერებებზე დაფუძნებული ყველა საგანი და შემდგომი საინჟინრო განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია ამ ქვეყნისთვის, რადგან გერმანიის ინდუსტრია და მრეწველობა სწორედ ახალი, მაღალი ხარისხის სპეციალისტებზე დამოკიდებული. ![]() 40 6-ს მოსწონს
|