x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნათია მანია: ბავშვებს სკოლაში უნდა ასწავლიდნენ რა არის ქურდული მენტალიტეტი,"ობშიაკი,"თავანი" ,"არჩაშვება"
image

პროფესიით ფილოლოგი და ყოფილი მასწავლებელი, ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის თანამშრომელი ნათია მანია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



რას ვფიქრობ და იმას ვფიქრობ, რომ:

სანამ ამ ქურდულ მენტალიტეტს, "ძმაკაცობას", "ობშიაკის" ფულის აკრეფას, ძმაკაცის თავანისთვის ოჯახიდან ნივთის აღებასა და დალომბარდებას, არჩაშვება-"გაბ***ს" დაპირისპირებას, ქუჩური გარჩევების მექანიზმებს ბიჭები ქუჩაში ისწავლიან და არა __ სკოლაში,
არაფერი გვეშველება.


არ მოგლანდებიათ.
ნამდვილად სკოლაში უნდა სწავლობდნენ, რა ნიშნავს ეს ყველაფერი.
ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა. ეს სამოქალაქო განათლების საკითხებია...

მესამე-მეოთხე კლასიდან უნდა იგებდნენ, რა არის ეს, რამდენი ბავშვი, ჭაბუკი და დროული კაცი გამწარდა ამისგან. რამდენი დედა გაუბედურდა. რამდენმა ახალგაზრდა კაცმა ციხეში გაატარა ნახევარი ცხოვრება. რომ არაა ამაში სამართალი, რომ ჩათლახობა, დამპლობა და თახსირობაა ეს ყველაფერი!

image

სულ სასამართლოს საქმეებით, სულ დოკუმენტური ჩანაწერებით უნდა იგებდნენ ამ საშინელ საქმეებს. ისიც უნდა იცოდნენ, საბჭოთა კავშირი თავად რომ უწყობდა ხელს ამ მენტალიტეტის ხალხს. როგორ უწყობდა, რატომ უწყობდა.

მათემატიკაში რაოდენობრივ მსჯელობას ამ მაგალითებზე უნდა სწავლობდნენ.

წერა ოდნავ მაინც ვისაც ეხერხება და გამოუცდია ეს საშინელება, ამაზე უნდა წერდნენ. უნდა დაწერონ, როგორ დააჩმორეს, სცემეს, დაჭრეს, გაძარცვეს, ფული ან ნივთი წაართვეს, როგორ ვერ თქვა, ვერ შეებრძოლა, ვერ შეეწინააღმდეგა, ვერ მოერია ამ ველურობასა და ველურებს.

საზღვარგარეთული მაგალითებიც არ უნდა დაავიწყდეთ, ქართველ ქურდთა და კაი ბიჭთა საძაგლობები, საზღვარგარეთ ჩადენილი.

გოგოებს კარგად უნდა აუხსნან, თუ ვინ არიან ისინი ქურდული და ძველბიჭური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის. რომ არავინ არ არიან. რომ მათს სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. რომ მათ არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ საკუთარ პირად ცხოვრებაშიც კი მათი კაი ბიჭი ძმებისა და მამების გარეშე.

კარგად, სულ კარგად უნდა აუხსნან, სადამდე მიიყვანეს ამ მენტალიტეტის მოტრფიალეებმა საქართველო 90-იან წლებში!

ჯაბა უნდა ამოთხარონ, აუცილებლად, აუცილებლად უნდა ამოთხარონ, და წინასწარ კარგად უნდა ახსნან, რატომ თხრიან, რატომ არაა მისი ადგილი პანთეონში კი არა, საერთოდ არსად, არსად, სადაც ოდნავ მაინც ადამიანური ადამიანები არიან დაკრძალული.

ყველა პოლიციელი, რომელიც სისასტიკით და უსამართლობით ქურდებსა და ძველ ბიჭებს აჭარბებს, უნდა იყოს გათავისუფლებული და სამაგალითოდ დასჯილი. ყველა უსამართლო მოსამართლე და პროკურორი.

სამართალდამცველებმა და პოლიციელებმა საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყონ ბავშვებთან მუშაობა. გაკონტროლება და დაშინება კი არა, თანამშრომლობა, უნდა ასწავლონ ბავშვებს, რა არის კანონის დაცვა, რისთვისაა კანონის დაცვა, რა საჭიროა კანონი, რა არის საშიში, რა არის დამღუპველი და როგორ უნდა დავეხმაროთ კანონის დამცველებს.

ამოვიდა ყელში ამდენი ბნელი, უვიცი ან უნამუსო "კაიბიჭობის" მოტრფიალე და დამცველი!
ტფუ, მართლა და მართლა რა! :@"


1
429
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
429
  
2017, 7 დეკემბერი, 14:03
სკოლა კი არა მშობლები უნდა უხსნიდნენ, დანის ტარება ლაჩრობა რომაა, ქურდული მენტალიტეტი კი დრომოჭმული სამარცხვინო წარსული და საქმის გარჩევა ჩხუბით გონებრივი სისუსტის მაჩვენებელი.
0 1 1