x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არასრულწლოვანმა ბიჭმა გოგოდ გაასაღა თავი და პედოფილი მასწავლებელი ამხილა
image

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში მასწავლებელი დააკავეს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელი ბიჭს, რომელიც გოგონად ასაღებდა თავს, პენისის ოთხი ფოტო გაუგზავნა. ამის შესახებ Daily Mail წერს.


28 წლის ზაქარი კადერაბეკი ქალაქ ჰურონიდან დააკავეს. პედოფილი მასწავლებელი 14 წლის სკოლის მოსწავლის პროვოკაციას ემსხვერპლა, რომელმაც შეყვარებულის გამო შურისძიება გადაწყვიტა და ფაქტზე დაჭერა გადაწყვიტა.


მანამდე 12 წლის გოგონამ თქვა, რომ კადერაბეკი მას სოციალურ ქსელში დაუმეგობრდა, შემდეგ კი რამდენიმე მესიჯი გაუგზავნა, რის გამოც, მისი თქმით, არაკომფორტულად გრძნობდა თავს.



ამის შემდეგ ბიჭმა მსხვერპლის დის სახელით Snapchat-ის მესენჯერში ყალბი ანგარიში შექმნა და მასწავლებელს დაუკავშირდა . მამაკაცმა, როცა გაიგო, რომ მისი წარმოსახვითი და მეექვსე კლასში სწავლობდა, მიწერა: „ოჰ, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ოთხი წელი უნდა ველოდოთ“ და დაუმატა თვალის ჩაკვრის სმაილიკი.

image

კადრაბეკმა აღიარა, რომ არასრულწლოვანებს ესაუბრებოდა Snapchat-ის საშუალებით და უგზავნიდა სასქესო ორგანოების ფოტოებს.


კადერაბეკს, რომელიც ოლქში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, ბრალს წაუყენებენ არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციის და არასრულწლოვანის მრავლობითად შევიწროების გამო.


ის სასამართლო სხდომაზე 14 იანვარს გამოცხადდებოდა.

0
199
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0