განათლება რუსეთში მოსწავლეების მიერ ჰიმნის შესრულება სავალდებულო ხდება 2022, 20 აპრილი, 11:22
განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან სკოლებში ეროვნული ჰიმნის შესრულება ბავშვებისთვის სავალდებულო გახდება.
ახალი სასწავლო წლიდან რუსეთში სკოლის მოსწავლეებს ეროვნული ჰიმნის შესრულება კვირაში ერთხელ გაკვეთილების დაწყებამდე მოუწევთ. ამის შესახებ რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, იტყობინება ТАСС-ი. მან დასძინა, რომ 1 სექტემბრიდან სკოლებში ყოველი სასწავლო კვირის დასაწყისში სავალდებულო გახდება სახელმწიფო დროშის აღმართვა. კრავცოვის თქმით, განათლების სამინისტრო 2022-2023 წლებში ყველა რუსული სკოლის სახელმწიფო სიმბოლოებით აღჭურვას აპირებს. სკოლაში სწავლის დაწყებამდე რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება მანამდე ვორონეჟისა და კალუგის ოლქში მიიღეს, ასევე ხაბაროვსკის მხარის ხელისუფლებამ. ხოლო გუბერნატორმა მიხაილ დეგტიარეევმა მოითხოვა ამ ინიციატივის მხარდაჭერა ფედერალურ დონეზე. მანამდე კრავცოვმა განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები სხვა საგნებთან ერთად რუსეთის ისტორიის შესწავლას დაიწყებენ. მისი აზრით, გაკვეთილზე "მსოფლიოს გარშემო "ბავშვებს შეიძლება მოუყვენ თავიანთი რეგიონის წარსულის შესახებ. მარტის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კრემლის პროპაგანდამ ერთ-ერთი ტელეარხით ბავშვებს "საგანმანათლებლო გაკვეთილები" ჩაუტარა. განათლების სამინისტრომ 12 წლის პოპულარული მომღერალი გოგონას, სოფია ხომენკოს პირით გაახმოვანა პუტინის გზავნილი: "კრემლის ჯარები იმყოფებოდნენ უკრაინაში იმიტომ, რომ დაიცვან იქ მყოფი რუსები „ნეონაცისტებისაგან“, ხოლო რუსის ჯარი იქ უმწეო ქალების და ბავშვების დასაცავად არის შესული." ხოლო გოგონასთან ზრდასრული თანაწმყავნები განათლების სამინისტროდან, განმარტავდნენ, რომ უკრაინის ომის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ბევრი კადრი ყალბია და რეალურად არის სხვადასხვა კონფლიქტებიდან აღებული და ზოგიც კომპიუტერული თამაშებიდან. 89 3-ს მოსწონს
|