განათლება კრემლის პროპაგანდა ბავშვებს "საგანმანათლებლო გაკვეთილებს" უტარებს უკრაინის ომზე (ვიდეო) 2022, 5 მარტი, 18:55 პუტინის რუსეთი სუფთა ბოლშევიკური მეთოდებით მუშაობს.ამჯერად ბავშვები ამოიღო მიზანში.6+-ზე გავიდა 30 წუთიანი პროპაგანდისტული ვიდეო ბავშვებისთვის, სადაც აღნიშულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სინამდვილეში ბოროტი დასავლეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა.
განათლების სამინისტროს მიერ დამზადებული პროპაგანდისტულ ვიდეოში, 12 წლის ვუნდერკინდი მომღერალი გოგონა სოფია ხომენკო ბავშვებს ეუბნება: „ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ გაკეთილი მსოფლიო მშვიდობის შესახებ“. მას უერთდება ორი წამყვანი მამაკაცი, განათლების სამინისტროს თვალსაზრისით, " სიმართლეს ამბობენ"უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. მაგალითად დენის პოლუნჩუკოვი, მთავარი წამყვანი განათლების სამინისტროდან, განმარტავს, რომ უკრაინის ომის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ბევრი კადრი ყალბია და რეალურად არის სხვადასხვა კონფლიქტებიდან აღებული და ზოგიც კომპიუტერული თამაშებიდან. განათლების სამინისტრო 12 წლის პოპულარული გოგონას პირით ახმოვანებს პუტინის გზავნილს: მისი ჯარები იმყოფებოდნენ უკრაინაში იმიტომ, რომ დაიცვან იქ მყოფი რუსები „ნეონაცისტებისაგან“, ხოლო რუსის ჯარი იქ უმწეო ქალების და ბავშვების დასაცავად არის შესული. ეს არის გოგონა, რომელმაც შარშან ჩაწერა სიმღერა "Мир без войны"(მსოფლიო ომის გარეშე) 228 4-ს მოსწონს
|