x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მასწავლებელი სკოლის მოწაფეებთან კარგი ნიშნების სანაცვლოდ ინტიმურ კავშირს ამყარებდა
image

ტაილანდში, როიეტის პროვინციაში, საშუალო სკოლის მასწავლებელს, სახელად ტანაპონს, სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 14 წლის მოსწავლესთან. ამის შესახებ The Thaiger იტყობინება.



როგორც გამოცემა წერს, მოზარდ გოგონას ცუდი ნიშნები გამოყვა და აკადემიურად ჩამორჩა. ამით ისარგებლა ტანაპონმა, გოგონა სახლში დაპატიჟა და კარგი შეფასების სანაცვლოდ სექსი შესთავაზა.



დანაშაულის შესახებ ცნობილი ივნისში გახდა, როცა მსხვერპლი ეჭვიანობის გამო სხვა სკოლის მოსწავლეს შეეჯახა. სკოლის თანამშრომლებმა გოგონები გააშველეს, რის შემდეგაც მათ აღიარეს, რომ მასწავლებელთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ.




ამ ამბის გამჟღავნების შემდეგ სამივე იძულებული გახდა, დაეტოვებინათ სკოლა.


საბოლოოდ ტანაპონმა აღიარა სექსი მხოლოდ ერთ სკოლის მოსწავლესთან და განაცხადა, რომ არასოდეს აშანტაჟებდა მოსწავლეებს. გამოძიების დაწყების შემდეგ მან თავი დაანება სკოლას და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში წავიდა სამუშაოდ.ფესიბუქის გვერდმა บิ๊กเกรียน-მა საყვედური გამოთქვა სკოლის ადმინისტრაციის მიმართ, რადგან სამართებლივი თვალსაზრისით არავითარ იურიდიული ნაბიჯი არ გადადგა პედოფილი მასწავლებლის მიმართ.


მოგვიანებით სკოლის დირექტორის მოადგილემ ანაკემ მედიასთან აღიარა, რომ პრობლემა სკოლაში გასულ თვეში გაჩნდა. მასწავლებელი, ტანაპონი, სკოლაში ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ საკითხის გასაჯაროების შემდეგ სკოლა დატოვა.

ანაკემ დასძინა, რომ მასწავლებელმა თანამდებობა იმ დროს დატოვა, როდესაც სკოლა ქმნიდა კომიტეტს ამ საკითხის შესასწავლად. მასწავლებლის წასვლიდან მალევე ერთ-ერთმა მოსწავლეც უკან მიყვა. მოზარდის დედამ სკოლას განუცხადა, რომ იგი გადავიდოდა მამასთან საცხოვრებლად უდონ ტანის პროვინციაში.


ანაკემ ისიც აღნიშნა, შოკირებულია, ეს ამბავი რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისი თქმით, მასწავლებელი საცხოვრებლად გადავიდა პრაჩინბურის ცენტრალურ პროვინციაში და იქვე განაგრძო პედაგოგიური მოღაწეობა.მას მიაჩნია, ამ ამბავმა იმიტომ გაჟონა მედიაში, რომ სხვებმა იცოდნენ ტანაპონის წარსული და გაფრთხილდნენ.იგი შიშობს, რომ ის გაიმეორებს წარსულში ნამოქმედარს.

0
254
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0